მეტისები
მეტისები — ტერმინი ტრადიციულად იხმარება ლათინურ ამერიკასა და ესპანეთში ევროპელი და ამერიკის ადგილობრივ ხალხთა შერევით წარმოშობილი ადამიანების აღსანიშნავად. ტერმინი ჩამოყალიბდა როგორც რასისტული კატეგორია იმ კასტური სისტემისა, რომელიც მოქმედებდა ესპანეთის იმპერიის ამერიკულ კოლონიებში. გამოიყენებოდა იმ ადამიანის მიმართ, რომელსაც ერთი მშობელი ევროპული წარმოშობის ჰყავდა, მაგრამ ამერიკის ადგილობრივ ინდიელთა წარმომადგენელი იყო. მეტისს ბევრად ნაკლები უფლებები გააჩნდა, ვიდრე კრეოლს, ახალ სამყაროში დაბადებულ ორივე მშობლით ევროპელ ადამიანს, მაგრამ გააჩნდა მეტი უფლებები, ვიდრე ინდიელს ან ზანგს.

კოლონიალიზმის პერიოდში, მეტისები სულ მალე გახდნენ ლათინური ამერიკის ძირითადი ეთნიკური ჯგუფი, ხოლო უკვე კოლონიების დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში, მეტისები ხშირად დომინანტ ეთნიკურ ჯგუფს წარმოადგენდნენ.
ესპანური სიტყვა მეტისი (Mestizo) მოდის ლათინური სიტყვიდან mixticius, რაც შერეულს ნიშნავს.[1][2]