სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (სგგი), იგივე ვენერული დაავადებები — ინფექცია, რომელიც გადაედება ერთი ადამიანიდან მეორეს სქესობრივი კონტაქტის/თანაცხოვრების დროს. დღეისათვის ცნობილია 30-ზე მეტი სგგი, მათგან ყველაზე გავრცელებულია სიფილისი, გონორეა (ტრიპერი), ტრიქომონიაზი, ქლამიდიოზი, გენიტალური ჰერპესი, გენიტალური მეჭეჭი, მიკოპლაზმოზი, სოკოვანი ინფექცია, აივ/შიდსი და სხვა.

სიმპტომებირედაქტირება

სგგი-ების უმეტესობა დაინფიცირებიდან 3-10 დღეში ავლენს სიმპტომებს და ისინი სხვადასხვანაირად ვლინდება ქალებსა და კაცებში[1]. ყველაზე ხშირ სიმპტომებს შორისაა:

  • წვის შეგრძნება შარდვის დროს;
  • სიწითლე სასქესო ორგანოების მიდამოებში;
  • გამონაყარი სასქესო ორგანოებზე, კანზე და ლორწოვან გარსებზე — მაგალითად, პირის ღრუში, საშოში;
  • გამონადენი;
  • ქავილი;
  • ტკივილი მუცლის ქვედა არეში.

აღნიშნული სიმპტომების არსებობა საკმარისი მიზეზია, რათა დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს.

გადაცემის გზებირედაქტირება

გადაცემის პირობაა ყველა სახის სქესობრივი კონტაქტი — ანალური, ვაგინალური, ორალური — განურჩევლად გენდერისა. შესაძლებელია ადამიანი დაინფიცირდეს საყოფაცხოვრებო გზით (მაგ. დაინფიცირებულის თეთრეულის, პირსახოცის ხმარებით), მაგრამ გადაცემის ეს გზა იშვიათია. შესაძლებელია სგგი-ს გადაცემა ვაგინალური ანუ მამაკაცის სასქესო ორგანოს საშოში შეღწევა; ანალური ანუ მამაკაცის სასქესო ორგანოს უკანა ტანში შეღწევა; ორალური; დაავადებული დედიდან ნაყოფზე ორსულობის, მშობიარობის ან ძუძუთი კვების დროს.

თუ შესაბამისი მკურნალობა ჩატარებული არ არის, სგგი-ს მიმდინარეობა ხანგრძლივი და ტალღისებურია, ხშირად გარეგნული ნიშნების გარეშე. თუ ადამიანი დაინფიცირებულია ნებისმიერი სახის სგგი-თ, თვითგანკურნება შეუძლებელია, ანუ სპეციალური მკურნალობის გარეშე ადამიანი ვერ განიკურნება.

რაც უფრო ადრე მიმართავს დაინფიცირებული ადამიანი ექიმს, მით უფრო ადვილია განკურნება და რაც მთავარია, თავიდან იქნება აცილებული სხვადასხვა გართულებები, რომლებიც შეიძლება მოჰყვეს სგგი-ს.

გართულებებირედაქტირება

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები ხანდახან მიმდინარეობს ფარულად ანუ ადამიანი ვერ გრძნობს, რომ იგი ინფიცირებულია რაიმე კონკრეტული დაავადებით. ნიშნები ჩნდება უკვე გართულებების პერიოდში. დაავადება შეიძლება გადავიდეს ქრონიკულ სტადიაში, რაც ართულებს მკურნალობას დაავადება შეიძლება გადავიდეს შარდ – სასქესო სისტემაზე და გამოიწვიოს ანთებითი დაავადებები, იმპოტენციაროგორც ქალებში, ისე მამაკაცებში შეიძლება გახდეს უნაყოფობის ძირითადი მიზეზი შეადგენს იმ გინეკოლოგიური პრობლემების 40%, რომლებსაც ესაჭიროება სტაციონარული მკურნალობა (გინეკოლოგიური დაავადებები, ორსულობის შეწყვეტა, საშვილოსნოსგარე ორსულობა და ა.შ) წარმოადგენს აივ-ისა და B ჰეპატიტის გადაცემის ერთ-ერთ რისკ - ფაქტორს.

თვითნებურად ჩატარებული მკურნალობა მხოლოდ გაართულებს მდგომარეობას.

თავდაცვის საშუალებებირედაქტირება

  • მუდმივი ერთი სქესობრივი პარტნიორის ყოლა;
  • პრეზერვატივის გამოყენება ყველა სახის შემთხვევითი სქესობრივი კავშირის დროს;
  • პარტნიორების ერთდროული მკურნალობა, წინააღმდეგ შემთხვევაში მკურნალობა არაეფექტური იქნება;
  • მკურნალობის დასრულებამდე სქესობრივი ცხოვრებისგან თავის შეკავება ან დროს კონდომის გამოყენება ყოველი სქესობრივი კონტაქტისას.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება მითითებას ჯანმრთელობის თემებზე!
🔥 Top keywords: გიორგი მამარდაშვილიმთავარი გვერდისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიხვიჩა კვარაცხელიაბუდუ ზივზივაძეევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიგიორგი ქოჩორაშვილივილი სანიოლისპეციალური:ძიებაგიორგი ჩაკვეტაძენიკა კვეკვესკირიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024ბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონიჯაბა კანკავადინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი)გიორგი მიქაუტაძეოქროს საწმისიზურიკო დავითაშვილისაქართველოსალონიკიკატეგორია:ქართული გვარებისაბერძნეთითბილისიგურამ კაშიაილია ჭავჭავაძედავით IV აღმაშენებელიემინემისაბერძნეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანიკარტოფილითამარ მეფევახტანგ I გორგასალილაშა დვალი26 მარტიგიორგი წიტაიშვილიდიდგორის ბრძოლაგერმანიალათინური ამერიკაქვეყნების სიაფეხბურთიპირველი მსოფლიო ომილიონელ მესიმსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიქართული დამწერლობაღირსების ორდენი (საქართველო)კაიროფეხბურთის წესებიილია თოფურიაშოთა რუსთაველიდორტმუნდი9 აპრილის ტრაგედიაგელზენკირხენიკახა კალაძეერეკლე IIკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებიალექსანდრე მაკედონელიმერაბ მამარდაშვილისულხან-საბა ორბელიანიზედსართავი სახელისაქართველოს სახელმწიფო დროშააფრიკანიკო ფიროსმანიფარნავაზ Iკრიშტიანუ რონალდუსაქართველოს სახელმწიფო ჰიმნიაზიავაჟა-ფშაველაძველი ეგვიპტეაფხაზეთიკატეგორია:ქართველი ფეხბურთელებითურქეთიაღდგომააკაკი წერეთელიევროპის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითსაქართველოს სახელმწიფო გერბიგიორგი ლორიამეორე მსოფლიო ომისოლომონ კვირკველიათურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიდედამიწავიტალი დარასელიაჩერნობილის კატასტროფაევროპაპორტუგალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისაქართველოს გეოგრაფიაოთარ კაკაბაძექუნთრუშასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირილევან შენგელიაუეფა-ს თასების მფლობელთა თასისვანეთიზმნადეზოქსირიბონუკლეინის მჟავაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2020საქართველოს დამოუკიდებლობის დღესაქართველოს ისტორიაექვთიმე თაყაიშვილიგიორგი V ბრწყინვალექაშვეთის ეკლესია