საჭმლის მომნელებელი სისტემა

საჭმლის მომნელებელი სისტემა — ადამიანის საჭმლის მომნელებელი სისტემა, რომელიც ახორციელებს საკვების გადამუშავებას ფიზიკური და ქიმიური დამუშავების გზით. საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვადასხვა უბანი ფუნქციურად და აგებულებით ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა ექვემდებარება ერთ ძირითად პრინციპს — მიღებული პროდუქტები ისე გადაამუშაოს და მოინელოს, რომ მათგან რაციონალურად მოხდეს სასარგებლო ნივთიერებების შეწოვა-ათვისება და უვარგისის ორგანიზმიდან დროულად გამოდევნა. კედელი სამშრიანია: გარეთა — შემაერთებელ ქსოვილოვანი, შუა — კუნთოვანი და შიგა — ეპითელური. გარეთა, შემაერთებელქსოვილოვანი შრე შემოსაზღვრავს საჭმლის მომნელებელ მილს და მის დამცავს წარმოადგენს. კუნთოვანი შრე უზრუნველყოფს საკვების მილში გადაადგილებას და ნარჩენების გამოყოფას. შიგა ეპითელური შრის უჯრედები გამოიმუშავებს და გამოყოფს ლორწოს, რაც აადვილებს საკვების მილში მოძრაობას.საჭმლის მომნელებელ მილს სპეციალური სადინარებით ჯირკვლები უკავშირდება. ეს ჯირკვლები მომნელებელი სისტემის სხვადასხვა ნაწილში სპეციალურ წვენს- სეკრეტს გამოყოფს. მათ გარეგანი სეკრეციის ჯირკვლებს უწოდებენ. ყოველი ფერმენტი მხოლოდ კონკრეტულ ნივთიერებაზე, pH-სა და ტემპერატურაზე მოქმედებს. მათი ზეგავლენით იშლება საკვებში არსებული ორგანული ნივთიერებები. ნახშირწყლები ამილაზების ზეგავლენით იშლება გლუკოზად (C6H12O6), ცილა პროტეაზების მეშვეობით იშლება ამინომჟავებად, ცხიმები კი ლიპაზების მოქმედებით გრიცერინად და ცხიმოვან მჟავებად იშლება. ორგანული ნივთიერებების დაშლის პროდუქტები მილის კედლით შეიწოვება და სისხლით ყველა უჯრედს მიეწოდება.ძუძუმწოვრების, მათ შორის ადამიანის საჭმლის მომნელებელი ტრაქტი პირის ღრუთი იწყება. აქ ხდება საკვების გემოს გასინჯვა, დაქუცმაცება, ლუკმის ფორმირება და იწყება ნახშირწყლების დაშლა.პირის ღრუში იხსნება სამი დიდი სანერწყვე ჯირკვალი : ყბაყურა, ყბისქვეშა და ენისქვეშა. ისინი გამოიმუშავებენ ნერწყვს, ნერწყვი კი ხელს უწყობს საკვების დარბილებას. ნერწყვი შედგება 98% წყლისაგან, სიბლანტის მიმცემი ნივთიერებისაგან და ფერმენტებისგან. მათ შორისაა ლიზოციმი, რომელიც ანეიტრალებს მავნე ბაქტერიების მოქმედებას. ნერწყვი პირის ღრუს სუსტ ტუტე არეს ქმნის, პირის ღრუში იწყება ნახშირწყლების დაშლა გლუკოზამდე. ამ პროცესს ხელს უწყობს ფერმენტი პტალინი. საკვების დაქუცმაცებას ხელს უწყობს კბილები, დარბილებას–ნერწყვი, ხოლო საყლაპავში გადასროლას – ენა (რბილი, მოძრავი კუნთოვანი ორგანო, რომელზეც მოთავსებულია გემოს რეცეპტორები).

ადამიანის საჭმლის მომნელებელი სისტემა

საჭმლის მომნელებელი სისტემის თანმიმდევრობა:

  1. პირის ღრუ
  2. ხახა
  3. საყლაპავი მილი
  4. კუჭი
  5. თორმეტგოჯა ნაწლავი
  6. წვრილი ნაწლავი
  7. მსხვილი ნაწლავი
  8. სწორი ნაწლავი
  9. ანალური ხვრელი

ხახა ერთდროულად ემსახურება ჰაერისა და საკვების გატარებას. ხახიდან საკვები საყლაპავში გადადის, ცხვირ-ხახიდან შესული ჰაერი - ხორხში. საკვების გადაყლაპვის დროს ხორხი იხურება ხორხსარქველით, რათა საკვები სასულეში არ მოხვდეს. ხახიდან საყლაპავში გადასული საკვების გადაადგილებას ხელს უწყობს პერისტალტიკა- საჭმლის მომნელებელი მილის კედლის ტალღისებრი შეკუმშვა. საყლაპავიდან საკვები მომნელებელი სისტემის ყველაზე გაფართოებულ ნაწილში, კუჭში გადადის.

კუჭი არის კუნთოვანი ორგანო. მისი შიგა გარსი დანაოჭებულია. მასში დიდი რაოდენობითაა ჯირკვალი, რომელიც გამოიმუშავებს კუჭის წვენს. კუჭის წვენი შეიცავს მარილმჟავას (0.5%), ფერმენტებს და ლორწოს. კუჭში იწყება ცილების დაშლა პეპსინის დახმარებით. იშლება ასევე რძის ცხიმი ლიპაზას დახმარებით. მარილმჟავა კლავს კუჭში მოხვედრილ ბაქტერიებს. კუჭის კედლები ლორწოთია დაფარული, რომელიც ბარიერის ფუნქციას ასრულებს კედელსა და წვენს შორის. დამცველობითი ბარიერის დარღვევის შემთხვევაში პროტეაზები და ქლორწყალბად მჟავა "გამოჭამს" კედელს. პროცესის გაღრმავების შემთხვევაში ჩნდება კუჭის წყლული და ზიანდება კედლის ყველა შრე. ამ დროს ჩნდება ხვრელი და კუჭის შიგთავსი მუცლის ღრუში იღვრება, ეს სიცოცხლისთვის საშიშია და საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას.

კუჭის კედლით შეიწოვება მცირე რაოდენობით წყალი, მარილები, ზოგიერთი სამკურნალო პრეპარატი და ალკოჰოლი.კუჭიდან გათხევადებული საკვები თორმეტგოჯა ნაწლავში გადადის (წვრილი ნაწლავის საწყისი). თორმეტგოჯა ნაწლავში იხსნება ორი დიდი ჯირკვლის - კუჭქვეშა ჯირკვლის და ღვიძლის სადინარი. პანკრეასის (კუჭქვეშა ჯირკვლის) წვენს აქვს ტუტე რეაქცია, მასში ფერმენტების მთელი ნაკრებია.

ღვიძლი ადამიანის ორგანიზმის ყველაზე დიდი ჯირკვალია. მისი სეკრეტი ნაღველია, რომელიც ნაღვლის ბუშტში გროვდება. ნაღვლის წარმოქმნა ღვიძლში განუწყვეტლივ მიმდინარეობს, თუმცა მისი თორმეტგოჯა ნაწლავში გადასვლა მხოლოდ საკვების მოხვედრისას ხდება. წვრილ ნაწლავში გრძელდება ნივთიერებების დაშლა და ასევე ხდება დაშლილი საკვების შეწოვა სისხლში. წვრილი და მსხვილი ნაწლავების გადაბმის აგდილას არის ბრმა ნაწლავი, რომელსაც აქვს გამონაზარდი ჭია ნაწლავი (აპენდიქსი), ხოლო მსხვილ ნაწლავში შეიწოვება წყალი და ხდება მყარი მასების ჩამოყალიბება.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

🔥 Top keywords: გიორგი მამარდაშვილიმთავარი გვერდისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიხვიჩა კვარაცხელიაბუდუ ზივზივაძეევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიგიორგი ქოჩორაშვილივილი სანიოლისპეციალური:ძიებაგიორგი ჩაკვეტაძენიკა კვეკვესკირიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024ბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონიჯაბა კანკავადინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი)გიორგი მიქაუტაძეოქროს საწმისიზურიკო დავითაშვილისაქართველოსალონიკიკატეგორია:ქართული გვარებისაბერძნეთითბილისიგურამ კაშიაილია ჭავჭავაძედავით IV აღმაშენებელიემინემისაბერძნეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანიკარტოფილითამარ მეფევახტანგ I გორგასალილაშა დვალი26 მარტიგიორგი წიტაიშვილიდიდგორის ბრძოლაგერმანიალათინური ამერიკაქვეყნების სიაფეხბურთიპირველი მსოფლიო ომილიონელ მესიმსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიქართული დამწერლობაღირსების ორდენი (საქართველო)კაიროფეხბურთის წესებიილია თოფურიაშოთა რუსთაველიდორტმუნდი9 აპრილის ტრაგედიაგელზენკირხენიკახა კალაძეერეკლე IIკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებიალექსანდრე მაკედონელიმერაბ მამარდაშვილისულხან-საბა ორბელიანიზედსართავი სახელისაქართველოს სახელმწიფო დროშააფრიკანიკო ფიროსმანიფარნავაზ Iკრიშტიანუ რონალდუსაქართველოს სახელმწიფო ჰიმნიაზიავაჟა-ფშაველაძველი ეგვიპტეაფხაზეთიკატეგორია:ქართველი ფეხბურთელებითურქეთიაღდგომააკაკი წერეთელიევროპის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითსაქართველოს სახელმწიფო გერბიგიორგი ლორიამეორე მსოფლიო ომისოლომონ კვირკველიათურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიდედამიწავიტალი დარასელიაჩერნობილის კატასტროფაევროპაპორტუგალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისაქართველოს გეოგრაფიაოთარ კაკაბაძექუნთრუშასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირილევან შენგელიაუეფა-ს თასების მფლობელთა თასისვანეთიზმნადეზოქსირიბონუკლეინის მჟავაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2020საქართველოს დამოუკიდებლობის დღესაქართველოს ისტორიაექვთიმე თაყაიშვილიგიორგი V ბრწყინვალექაშვეთის ეკლესია