რუანდა

რუანდის რესპუბლიკა, (უწოდებენ „ათასი ბორცვის მხარეს“, (ფრანგ. République Rwandaise)) — ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო აღმოსავლეთი აფრიკის ცენტრში. ესაზღვრება უგანდას, ბურუნდის, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას და ტანზანიას. მოსახლეობის რაოდენობა 2012 წლის აღწერით შეადგენს 10 515 973 ადამიანს[1], ფართობი — 26 338 კმ².

რუანდის რესპუბლიკა
Repubulika y'u Rwanda
République du Rwanda
Republic of Rwanda

რუანდა
რუანდის
ჰიმნი: Rwanda nziza
რუანდის მდებარეობა
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
კიგალი
1°57′ ს. გ. 30°04′ ა. გ. / 1.950° ს. გ. 30.067° ა. გ. / -1.950; 30.067
ოფიციალური ენა კინიარუანდა, ფრანგული, ინგლისური
მთავრობა რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი პოლ კაგამე
 -  პრემიერ-მინისტრი ანასტას მურეკეზი
ფართობი
 -  სულ 26 338 კმ2 (147-ე)
 -  წყალი (%) 5.3
მოსახლეობა
 -  2008 შეფასებით 10 186 063 (83-ე)
 -  2012 აღწერა 10 515 973 
 -  სიმჭიდროვე 343 კაცი/კმ2 (29-ე)
მშპ (მუპ) 2005 შეფასებით
 -  სულ $11.24 მილიარდი (130-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $1300 (160-ე)
აგი (2007) 0.452 (დაბალი) (161-ე)
ვალუტა რუანდის ფრანკი (RWF)
დროის სარტყელი UTC+02:00
 -  ზაფხულის (DST) UTC+02:00 (UTC)
ქვეყნის კოდი RWA
Internet TLD .rw
სატელეფონო კოდი 250

გეოგრაფიარედაქტირება

რუანდის რუკა
რუანდის ტოპოგრაფიული რუკა
რუანდის ხედი კოსმოსიდან

რუანდა მდებარეობს აფრიკის ცენტრში, ეკვატორიდან ახლოს სამხრეთში. დასავლეთ საზღვარზე კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან მდებარეობს კივუს ტბა და მდინარე რუზიზი, რომლებიც აღმოსავლეთ აფრიკის რღვევის ხაზის ნაწილია. ქვეყნის ცენტრში მდებარეობს მისი დედაქალაქი — კიგალი.

რუანდის რელიეფი ძირითადად შედგება საშუალო სიმაღლის გორაკებით, დასავლეთ საზღვარზე სიმაღლე მკვეთრად ეშვება კივუს ტბის და მდინარე რუზიზის ნაპირებთან, აღმოსავლეთით თანდათან მცირდება ტანზანიის მიმართულებით, სადაც ძირითადად მდებარეობს მდელოები და ჭაობები. რუანდაში მდებარეობს მდინარე ნილოსის ზოგიერთი სათავე.

მდინარე ნილოსის და კონგოს აუზები რუანდის ტერიტორიაზეცაა. ყველაზე დიდი ტბააკივუს ტბა, რომელიც აფრიკაში ერთადერთი ტბაა, რომელშიც არ ბინადრობენ ნიანგები. ქვეყნის სამხრეთით და აღმოსავლეთით არსებობს მცირე ტბების ჯაჭვი (იქ ნიანგები ბინადრობენ).

კლიმატირედაქტირება

კლიმატი — სუბეკვატორული, ზღვის დონიდან მნიშვნელოვანი სიმაღლის გამო სეზონურად ტენიანი და რბილი. კიგალიში (1550 მეტრ სიმაღლეზე) თვის საშუალო ტემპერატურა მთელი წლის განმავლობაში შეადგენს 17-21 °C-ს. ნალექები დაახლოებით 1000—1500 მმ-ია წელიწადში. მშრალი სეზონი — ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით.

ფლორა და ფაუნარედაქტირება

მცენარეულობა — ძირითადად სავანა, მთების ფერდოებზე ტენიანი ტროპიკული ტყეები.

ცხოველთა სამყარო თითქმის განადგურებულია. ყველაზე დიდი ცხოველები (ანტილოპები, კამეჩები, მარტორქები, ზებრები, ლომები, სპილოები, ბეჰემოთები, ნიანგები, გორილები) შენარჩუნებულია მხოლოდ ნაკრძალებში.

ისტორიარედაქტირება

ნეოლითი და შუა საუკუნეებირედაქტირება

თანამედროვე რუანდის ტერიტორია იყო აყვავებული და ნაყოფიერი რამდენიმე ათასწლეულების განმავლობაში, უკანასკნელი გამყინვარების პერიოდის დროსაც კი[2]. უცნობია როდის მოხდა ქვეყნის ადამიანებით დასახლება, მაგრამ ითვლება, რომ ადამიანი ამ რაიონში მოვიდა ან გამყინვარების პერიოდის გასვლიდან მალე, ან ნეოლითის პერიოდში — დაახლოებით ათი ათასი წლის წინ, ან ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3000 წლის წინ.[3] რეგიონის აბორიგენულ მოსახლეობად ითვლებიან პიგმეები ტვას ტომიდან — ტყეებში მონადირეები და საკვების შემგროვლებლები, რომელთა შთამომავლები დღემდე ცხოვრობენ რუანდაში[2][4].

1950 წელს ჩატარებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა ამ რეგიონში გამოავლინეს ადამიანის აქტიური მოღვაწეობის მტკიცებულებები ქვის საუკუნის ბოლო პერიოდში[2]. რკინის ხანას ეკუთვნის ნაპოვნი არტეფაქტები — კერამიკა, რკინის ინსტრუმენტები და იარაღები[5].

ასობით წლების წინ ტვას ტომი ნაწილობრივ ტყეებში განდევნა სამხრეთიდან მოსულმა ბანტუს ხალხმა. ამ ჯგუფის ხალხის საფუძველს შეადგენდა ჰუტუს ტომი[4]. ჰუტუს ტომმა დაიწყო ტყეების ათვისება და გაკაფვა თავისი მუდმივი დასახლებებისათვის. XVI საუკუნეში ჩრდილოეთიდან მოვიდა ნილოტის ხალხის ტუტსის ტომი, მომთაბარე-მეცხოველეები. ტუტსის ტომმა დაიწყო გაბატონება ჰუტუს და ტვას ტომებზეც, თანაც ტუტსი გადავიდა ჰუტუს სალაპარაკო ენაზე. მაგრამ არ იყო დაშვებული შერეული ქორწინებები ტუტსის, ჰუტუს და ტვას წარმომადგენელთა შორის.

ტვას ტომი ცხოვრობდა ჯუნგლებში, აგრძელებდა ნადირობას და საკვების შეგროვებას, ან იყვნენ ჰუტუს და ტუტსის მოსამსახურეები. ჰუტუს ტომი იყვნენ მიწადმოქმედები და იხდიდნენ დაწესებულ გადასახადებს. ტუტსის ტომი, მათი ღირსების წესის მიხედვით, არ იყვნენ დაკავებული ხელოსნობით და ფიზიკური სამუშაოებით, სამხედრო საქმის გარდა. ისინი ასევე იყვნენ რუანდის მთელი პირუტყვის და სასოფლო-სამეურნეო მიწის სავარგულების მეპატრონენი. ბელადები, ასევე ჩინოვნიკები მხოლოდ ტუტსის ტომის ხალხი შეიძლება ყოფილიყო.

კოლონიამდელი პერიოდირედაქტირება

XV საუკუნისთვის ჰუტუს და ტუტსის ტომებმა შექმნეს რამდენიმე მცირე სახელმწიფოები. ოგოს თანახმად[6], ამ სახელმწიფოთა რიცხვი სულ ცოტა სამი იყო. ყველაზე ძველი სახელმწიფო, რომელსაც სახელი არ ჰქონდა, სავარაუდოდ შექმნა სინგას კლანმა და ეკავა თანამედროვე რუანდის დიდი ნაწილი, ჩრდილოეთის რაიონების გარდა. მუბარის სახელმწიფოს ასევე ეკავა დიდი ტერიტორია. ბოლოს, გისაკას სახელმწიფო რუანდის სამხრეთ-აღმოსავლეთში იყო საკმაოდ ძლიერი და შეინარჩუნა თავისი დამოუკიდებლობა XIX საუკუნის შუამდე[7].

რუანდის სამეფო დაარსდა XI საუკუნეში ტუტსის ტომის ერთობლიობის მიერ. მას ეკავა დაახლოებით იგივე ტერიტორია, რაც უკავია თანამედროვე რუანდას. XV საუკუნიდან ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას — 82-85 %-ს — შეადგენდა ჰუტუს ტომი. მაგრამ ისინი ძირითადად იყვნენ ღარიბი გლეხები, მაშინ როდესაც მეფეები (მვამი), როგორც წესი, იყვნენ ტუტსის ტომის ხალხი. რა თქმა უნდა, ზოგიერთი ჰუტუს წარმომადგენელი შედიოდა საზოგადოების ელიტაში, მაგრამ მათი რიცხვი იყო უმნიშვნელო. ზუსტად სოციალურმა უთანხმოებებმა ტუტსის და ჰუტუს წარმომადგენლებს შორის მოიტანა სისხლიანი დაპირისპირებები და ხოცვა-ჟლეტა.

XIX საუკუნეში ტუტსის და ჰუტუს ტომების სახელმწიფო გახდა უფრო ცენტრალიზებული. მისი ტერიტორიის გაფართოება გრძელდებოდა და კივუს ტბის ნაპირებს მიაღწია. ეს გაფართოება ხდებოდა არა მარტო სამხედრო დაპყრობების ხარჯზე, არამედ მოსახლეობის ბუნებრივი მიგრაციის გამოც სოფლის მეურნეობის განვითარების შედეგად. სულ მალე მვამის ბრძანებით საკვანძო საზღვრების გასწვრივ სამხედროებისათვის დაიწყო ბანაკების მოწყობა შესაძლო თავდასხმების თავიდან ასაცილებლად. მხოლოდ სხვა კარგად განვითარებული სახელმწიფოების მიმართ, როგორებიცაა გისაკა, ბუგესერა და ბურუნდი, ექსპანსია ხორციელდებოდა იარაღის ძალით.

მონარქიის პირობებში დისბალანსი ჰუტუსა და ტუტსის წარმომადგენლებს შორის გახდა კიდევ უფრო თვალსაჩინო. ტუტსის ტომის პოლიტიკური ბატონობა უზრუნველყოფილი იყო მეფის (მვამის) ხელისუფლების მეშვეობით. მეფე განიხილებოდა, როგორც ნახევრად ღვთიური არსება, რომელიც პასუხს აგებდა ქვეყნის აყვავებაზე. მეფის სიმბოლო იყო კალინგი — საღვთო ბარაბანი.

მვამებმა საკუთარ თავს შეუქმნეს მყარი საფუძველი — აკონტროლებდნენ ასზე მეტ მსხვილ მამულს. სამეფო საკუთრებაში იმყოფებოდა ბანანის ხეები და მსხვილი რქოსანი საქონლის დიდი ნაწილი; მამულები იყო სიმდიდრის ძირითადი საფუძველი. სახელმწიფო იერარქიაში მვამიზე დაბლა იდგნენ ტუტსის დიდი ბელადების საბჭოს წარმომადგენლები — batware b’intebe, რომელთა დაქვემდებარებაშიც იყვნენ ტუტსის უფრო დაბალი ჩინოვნიკების ჯგუფი, რომლებიც უპირველეს ყოვლისა მეთვალყურეობდნენ შინაურ ცხოველებს და მიწის რესურსებს სამეფო დომენის ფარგლებს გარეთ. ყველა ჩინოვნიკის 95 %-ზე მეტი იყო ტუტსის ტომიდან.

ასევე მთავარ როლს თამაშობდნენ სამხედრო მეთაურები, რომლებიც აკონტროლებდნენ საზღვრისპირა რაიონებს. ისინი ასრულებდნენ, როგორც თავდაცვით, ისევე შემტევ ფუნქციებს, რისი მეშვეობითაც იცავდნენ საზღვრებს და აწარმოებდნენ თავდასხმით რეიდებს მეზობელი ტომების წინააღმდეგ. და ბოლოს, Biru, ანუ „შეიარაღებული დამცველთა საბჭო“, რომელიც ასევე იყო ადმინისტრაციის მთავარი ნაწილი. ეს ორგანო შედგებოდა ტუტსის მაღალი წრის პიროვნებებისაგან და წყვეტდა სასამართლო საკითხებს.

ტუტსის და ჰუტუს ერთად ყოფნის ადგილი იყო არმია. ორი ტომის ერთად ყოფნამ სამხედრო ბანაკებში მოიტანა ის, რომ გარკვეულ ეტაპზე ტუტსის ტომმა აითვისა ჰუტუს ტომის ენა. არსებული ცნობები ამტკიცებენ იმას, რომ ორ ტომს შორის ურთიერთობა იმ დროს ძირითადად იყო მშვიდობიანი.

ადგილობრივი სასამართლოს ტრადიციულ სისტემას ერქვა Gacaca და იმ რეგიონის ქვეყნების უმეტესობაში იყო გავრცელებული, როგორც კონფლიქტების მოგვარების და შერიგების ერთ-ერთი ინსტიტუტი. ტუტსის ტომის წარმომადგენელი მეფე იყო უმაღლესი მოსამართლე. მიუხედავად სასამართლო სისტემის ტრადიციული ხასიათისა, ის საკმაო ხანს აერთიანებდა რუანდას, როგორც ერთიანი, მთლიანი სახელმწიფო[8].

კოლონიალური ერარედაქტირება

რუანდა დიდი ხნის განმავლობაში იყო დაკეტილი ევროპელებისათვის. პირველი ევროპელი, რომელმაც ფეხი დაადგა რუანდის მიწას იყო ავსტრიელი ოსკარ ბაუმანი 1892 წელს, რომლის ექსპედიციის თანხაც გადაიხადა „გერმანიის აღმოსავლეთაფრიკული კოლონიზაციის საზოგადოებამ“. აფრიკის დიდი ნაწილისგან განსხვავებით, რუანდის და დიდი აფრიკული ტბების რეგიონის ბედი არ იყო დარეგულირებული 1884 წლის ბერლინის კონფერენციაზე. მაგრამ უკვე 1890 წელს ბრიუსელის კონფერენციამ დაადგინა გადაცემულიყო რუანდის და ბურუნდის მიწები გერმანიის პროტექტორატის ქვეშ უგანდის ტერიტორიაზე პრეტენზიის სანაცვლოდ. ორი სამეფოს დასავლეთ ტერიტორიებზე პრეტენზია ასევე გამოთქვა ბელგიამ, მაგრამ 1900 წელს რამდენიმე სასაზღვრო დაპირისპირების შემდეგ დამყარდა კოლონიების საბოლოო საზღვრები.

1894 წელს მვამი რუტარინდვამ მამის რვაბუგირი IV-ისგან მემკვიდრეობით გადაიბარა სამეფო ტახტი, მაგრამ ბევრი სამეფო საბჭოში ამით უკმაყოფილო დარჩა. მოხდა ბუნტი და სამეფო ოჯახი მოკლული იქნა. ტახტი მემკვიდრეობით მიიღო იუჰი IV მუსინგამ, რომელსაც ჰქონდა ნათესაური კავშირი სამეფო ოჯახთან თავისი დედის და ბიძის მხრიდან, მაგრამ მის ქვეშევრდომებს შორის უკმაყოფილება მაინც შენარჩუნებული იყო.

გერმანიის აღმოსავლეთი აფრიკა (1895—1919 წლები)რედაქტირება

პირველი გერმანელი, რომელიც ეწვია და შეისწავლა რუანდა, იყო გრაფი გუსტავ ადოლფ ფონ გიოტცენი — 1893 წლიდან 1894 წლის ჩათვლით ის ხელმძღვანელობდა ექსპედიციას, რომელმაც გამოიკვლია ტანგანიიკის კოლონიის შიდა რაიონები. გიოტცენი მოგზაურობდა რუანდაში, შეხვდა მვამს მის სასახლეში, ნიანზაში, და საბოლოო ჯამში მიაღწია კივუს ტბას სამეფოს დასავლეთის უკიდურეს წერტილში. გერმანიის აღმოსავლეთ აფრიკაში სულ 2500 ჯარისკაცის ყოფნით, გერმანიამ ბევრი ვერაფერი მოახერხა რეგიონში სოციალური სტრუქტურების შესაცვლელად.

1897 წელს გერმანელი კოლონიზატორები და მისიონერები ჩავიდნენ რუანდაში. რუანდელები დაყოფილები იყვნენ — სამეფო ოჯახის ნაწილი შეშფოთებული იყო ევროპელების ვიზიტებისაგან, სხვები თვლიდნენ, რომ გერმანელებს შეეძლოთ გამხდარიყვნენ დომინირებული ბუგანდის ან ბელგიის კარგი ალტერნატივა. საბოლოოდ იმარჯვა მეორე აზრმა, რამაც ხელი შეუწყო გერმანელებს დამკვიდრებულიყვნენ ქვეყანაში. ჯამში რუანდამ ევროპელ კოლონიზატორებს გაუწია მნიშვნელოვნად ნაკლები წინააღმდეგობა, ვიდრე, მაგალითად ბურუნდიმ.

ამის შემდგომ პირველ წლებში გერმანელები პრაქტიკულად არ აკონტროლებდნენ რეგიონს და მთლიანად დამოკიდებული იყვნენ მკვიდრ მოსახლეობაზე. გერმანელები არ ახალისებდნენ მოდერნიზაციას და ხელისუფლების ცენტრალიზაციას. ამის ნაცვლად, თვლიდნენ რა რეგიონს, როგორც შემოსავლების წყაროს, მათ შემოიღეს ახალი გადასახადები. ამ გადასახადებს აკისრებდნენ სასოფლო სამეურნეო პროდუქციას, უპირველეს ყოვლისა, ყავას.

იმ დროს ევროპაში პოპულარული მეცნიერული რასიზმის თეორიის სულისკვეთებით გერმანელები გამსჭვალული იყვნენ ადამიანების ჯგუფებად დაყოფის იდეებით. ისინი თვლიდნენ, რომ ტუტსის მმართველი კლასი იმთავითვე იყო განსხვავებული რასობრივი ტიპი, ვიდრე ჰუტუ, და წარმოშობით უფრო ახლოს იყო ევროპელებთან. გერმანელი მეცნიერების აზრით ამის დამამტკიცებელი იყო ტუტსის ტომის უფრო მაღალი სიმაღლე ჰუტუს ტომთან შედარებით. ამ შეხედულებების მიხედვით, ევროპელები კეთილი თვალით უყურებდნენ ტუტსის ტომის წარმომადგენლებს, ნიშნავდნენ მათ მაღალ თანამდებობებზე და მიზნად ჰქონდათ დაეკანონებინათ მათი ბატონობა ჰუტუს წარმომადგენლებზე. ბოლოს და ბოლოს რუანდაში დამყარდა რასობრივი სეგრეგაცია და ერთი ტომის მეორეზე ბატონობის პრაქტიკა.

გერმანელებმა რეგიონში შემოიტანეს კაპიტალიზმის ელემენტები. ჰუტუს ტომის მოსახლეობა ფულს უყურებდა, როგორც მსხვილი რქოსანი პირუტყვის სანაცვლო კეთილდღეობით შემცვლელს. ზოგიერთი მათგანი აგროვებდა ფულს და შედეგად უფრო მატერიალურად უზრუნველყოფილი ხდებოდა, რაც არ აწყობდა ტუტსის ტომის წარმომადგენლებს. საბოლოოდ მვამიმ შემოიღო ახალი გადასახადები ჰუტუს წარმომადგენლებისათვის.

1899 წლისთვის გერმანელებმა განაწესეს თავიანთი მრჩევლები ადგილობრივი ბელადების მმართველობებში. 1905—1907 წლებში გერმანელები დაკავებულები იყვნენ ტანგანიიკის აჯანყებების, განსაკუთრებით მაჯი-მაჯის აჯანყების ჩახშობით. 1910 წლის 14 მაისს ბრიუსელის კონვენციამ დააფიქსირა უგანდის, კონგოს და გერმანიის აღმოსავლეთი აფრიკის საზღვრები, რომელიც მოიცავდა ტანგანიიკას და რუანდა-ურუნდის[9]. 1911 წელს გერმანელები დაეხმარნენ ტუტსის ტომს ჰუტუს ტომის წარმომადგენლების აჯანყების ჩახშობაში რუანდის ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც ჰუტუს მოსახლეობა წარმოადგენდა აბსოლუტურ უმრავლესობა.

ბელგიის მმართველობა (1922—1945 წლები)რედაქტირება

1915 წელს, პირველი მსოფლიო ომის დროს, ბელგიის ჯარი შეიჭრა რუანდის ტერიტორიაზე ბელგიის კონგოს ტერიტორიიდან და მთლიანად დაიპყრეს ის 1916 წელს. 1918 წელს, ერთა ლიგის გადაწყვეტილებით, რუანდა გახდა ბელგიის პროტექტორატი. ბელგიელებმა რუანდისგან და ბურუნდისგან შექმნეს პროტექტორატი რუანდა-ურუნდი. გერმანიის აღმოსავლეთი აფრიკის ტერიტორიის ნაწილი შეუერთდა ტანგანიიკას, რომელზეც კონტროლი გადაეცა ბრიტანელებს. 1923 წლიდან 1925 წლის ჩათვლით პერიოდში სამხედრო კომპანიის დროს რუანდის მვამმა, ბელგიელთა დახმარებით შეიერთა კინგოგოს, ვუშირუს, ბუკუნზის და ბუსოზოს პატარა სამეფოები[10].

ბელგიის მთავრობა აგრძელებდა ტუტსის ხელისუფლების სტრუქტურებზე დაყრდნობას ქვეყნის მართვის დროს, თუმცა მათ დაიწყეს უფრო აქტიური მონაწილეობის მიღება განათლების და სოფლის მეურნეობის განვითარებაში. ბელგიელებმა ქვეყანაში შეიტანეს მანიჰოტი, სიმინდი და ირლანდიური კარტოფილი, რომ გაეზარდათ კვების პროდუქტების წარმოება ფერმერებისათვის. ეს განსაკუთრებით საჭირო იყო ორი გვალვის და შემდეგი შიმშილობის პირობებში 1928—1929 და 1943—1944 წლებში. მეორე შიმშილობის პერიოდში, რომელიც ცნობილია რუზაგაიურას სახელით, გარდაიცვალა მოსახლეობის ერთი მეხუთედიდან ერთ მესამედამდე. ამას გარდა, ბევრი რუანდიელი გადაიხვეწა მეზობელ კონგოში, რითაც იქ კიდევ უფრო გამწვავდა ისედაც უფრო მძიმე სიტუაცია[11].

ბელგიელებს უნდოდათ საკუთარი კოლონია გადაექციათ შემოსავლიანად. მათ ყავა გადააქციეს ძირითად სავაჭრო კულტურად და იყენებდნენ იძულებით შრომით სისტემას მის მოსაყვანად. თითოეული გლეხი ვალდებული იყო გამოეყო თავისი მიწის ნაკვეთის გარკვეული პროცენტი ყავის მოსაყვანად, ამის გასაკონტროლებლად ბელგიელებს ეხმარებოდნენ მოკავშირეები — ტუტსის ტომის წარმომადგენლები. აღორძინდა იძულებითი შრომის სისტემა, რომელიც არსებობდა მეფე რვაბუგირის დროს. ეს იძულებითი შრომა და მოსახლეობის მკაცრი ექსპლოატაციის სისტემა დაგმობილი იქნა ბევრი სახელმწიფოს მიერ საერთაშორისო დონეზე და საკმაოდ არაპოპულარული იყო რუანდაში. რუანდის ასობით ათასი მაცხოვრებელი საცხოვრებლად გადავიდა დიდი ბრიტანეთის პროტექტორატ უგანდაში, რომელიც იყო გაცილებით მდიდარი და არ ატარებდა მსგავს პოლიტიკას.

ბელგიის ხელისუფლებამ გააძლიერა ეთნიკური დაპირისპირება ტუტსის და ჰუტუს ტომებს შორის. ევროპელები მხარს უჭერდნენ ტუტსის წარმომადგენელთა ხელისუფლებას. ევროპაში ევგენიკის განვითარებასთან დაკავშირებით კოლონიალური ხელისუფლება შეშფოთდა ჰუტუსა და ტუტსის შორის არსებული განსხვავებებით. მეცნიერები ჩამოვიდნენ მოსახლეობის თავის ქალების გასაზომად და მათი აზრით, შესაბამისად ტვინის ზომების ასაღებად. ტუტსის მოსახლეობის თავის ქალები აღმოჩნდა უფრო დიდი, ისინი აგრეთვე იყვნენ უფრო მაღლები, და მათი კანი უფრო ღია იყო ვიდრე ჰუტუს ტომის მოსახლეობისა. ამის შედეგად ევროპელები მივიდნენ იმ შეხედულებამდე, რომ ტუტსის ტომს ჰქონდა კავკასიური წარმომავლობა და ეთნიკურად იყვნენ უფრო „მაღლა“, ვიდრე ჰუტუს ტომი. თითოეულმა მოქალაქემ მიიღო რასობრივი პირადობის მოწმობა, რომელმაც იურიდიულად გაყო ჰუტუს და ტუტსის ტომის მოსახლეობა. ტუტსის მოსახლეობამ დაიჯერა მითი საკუთარი რასობრივი უპირატესობის შესახებ. 1920-იან წლებში ბელგიელმა ეთნოლოგებმა გააანალიზეს რუანდის ათასობით მაცხოვრებელის თავის ქალების ზომები რასობრივი კრიტერიუმების მიხედვით, რომლებიც შემდგომში გამოიყენეს ნაცისტებმა[12].

ბელგიელებმა დაყვეს მოსახლეობა კატეგორიებად, რომლებიც ითვალისწინებდა არა მარტო ეთნიკურ წარმოშობას, არამედ კეთილდღეობასაც. ისინი იყენებდნენ კლასიფიკაციის მეთოდს, რომელიც დამოკიდებული იყო პიროვნების საკუთრებაში არსებულ პირუტყვის რაოდენობაზე. ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც ჰყავდა ათი ან მეტი სული მსხვილი რქოსანი პირუტყვი, ითვლებოდა ტუტსის კლასის წევრად. მოსახლეობის დაყოფაში მონაწილეობდა კათოლიკური ეკლესიაც: მან შეიმუშავა განათლების განცალკევებული სისტემა თითოეული ტომისათვის, თუმცა 1940—1950-იანი წლების განმავლობაში მოსწავლეთა დიდი უმრავლესობა იყო ტუტსის ტომის წარმომადგენელი.

უფრო გვიანდელმა არქეოლოგიურმა და ლინგვისტიკურმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ რასობრივი განსხვავებები ჰუტუს და ტუტსის წარმომადგენლებს შორის არ არსებობს, მათ განასხვავებდნენ მხოლოდ ტრადიციული მოღვაწეობები — ტუტსის ტომის მოსახლეობა ძირითადად ამრავლებდა და უვლიდა პირუტყვს, ხოლო ჰუტუს მოსახლეობა მისდევდა ფერმერობას.

მოსახლეობის კატეგორიებად დაყოფამ აღაშფოთა მვამი იუჰი IV, რომელსაც იმედი ჰქონდა საკუთარი ხელისუფლების შემდგომი განმტკიცებისა, ბელგიელებისგან თავის დასაღწევად. 1931 წელს ტუტსის ინტრიგებმა ბელგიელთა ადმინისტრაციის წინააღმდეგ გამოიწვია მვამის ჩამოგდება. ტუტსის ტომი აუმხედრდა ბელგიელებს, მაგრამ შეშინდა მათი სამხედრო უპირატესობის მიმართ და ღიად ვერ აჯანყდა[13]. იუჰი IV შეცვალა მუტარა III-მ, ასევე ტუტსის ტომის წარმომადგენელმა. 1943 წელს ის გახდა პირველი მვამი, რომელმაც მიიღო კათოლიციზმი.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რუანდა-ურუნდი გახდა ბელგიის სამეურვეო ტერიტორია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მანდატით. ბელგიელთა მიერ 1950 წელს ჩატარებულმა რეფორმებმა ხელი შეუწყო დემოკრატიული პოლიტიკური ინსტიტუტების ზრდას, მაგრამ წინააღმდეგობა შეხვდა ტუტსის ტომის ტრადიციონალისტების მხრიდან, რომლებიც მათში ხედავდნენ საკუთარი მდგომარეობის მიმართ საფრთხეს.

1940-იანი წლების ბოლოდან ტუტსის ტომის წარმომადგენელმა მეფე რუდაჰიგვამ, რომელსაც ჰქონდა დემოკრატიული შეხედულებები, გააუქმა იძულებითი შრომის სისტემა და გადაანაწილა პირუტყვი და მიწა. თუმცა საძოვრების უმრავლესობა დარჩა ტუტსის ტომის კონტროლ ქვეშ, ჰუტუს ტომის მოსახლეობამ თავი გაცილებით უფრო თავისუფლად იგრძნო ტუტსის ტომის მოსახლეობის ბატონობისგან. რეფორმების შემდეგ ტუტსის მოსახლეობა უკვე ვერ სარგებლობდა პირუტყვზე მთლიანი კონტროლით — რუანდის საზოგადოებაში სიმდიდრის მთავარი საზომით. ასე რომ, მიუხედავად თავისი დემოკრატიული მიმართულებისა, რეფორმებმა ხელი შეუწყო ეთნიკურ დაძაბულობას.

მვამი მუტარა III-მ მიიღო ზომები, რომ ბოლო მოეღო დესტაბილიზაციისთვის და ქაოსისთვის. მუტარა III-მ ჩაატარა რამდენიმე მთავარი რეფორმა. 1954 წელს მან დაუნაწილა მიწა ჰუტუს და ტუტსის ტომის წარმომადგენლებს და მოელაპარაკა კაბალური ვალის (ubuhake) გაუქმების შესახებ.

უთანხმოებები და მოძრაობა დამოუკიდებლობისაკენრედაქტირება

1950-იან და 1960-იანი წლების დასაწყისში პანაფრიკანიზმის ტალღებმა მოიცვა ცენტრალური აფრიკა. მისი იდეოლოგები იყვნენ ჯულიუს ნიერერე ტანზანიაში და პატრის ლუმუმბა კონგოში. ანტიკოლონიალური განწყობილება ძლიერდებოდა მთელ ცენტრალურ აფრიკაში, რომელიც შემდგომში ძლიერდებოდა სოციალისტური დოქტრინით, რაც გამოიხატებოდა ერთობით და თანასწორობით[14].

პანაფრიკანური იდეები აღმაფრენით აღიქვა ჰუტუს ტომის ხალხმა. გრეგუარ კაიიბანდამ დააარსა ეროვნული პარტია პარმეჰუტუ (Parmehutu) ჰუტუს ტომის განთავისუფლების და თანაბარუფლებიანობის ლოზუნგებით. 1957 წელს მან დაწერა „ჰუტუს მანიფესტი“. მისი პარტია მალე გახდა გასამხედროვებული. ამის პასუხად ტუტსის ტომის წარმომადგენლებმა 1959 წელს ჩამოაყალიბეს პარტია უნარი (UNAR), რომელიც ატარებდა რუანდა-ურუნდის დამოუკიდებლობის იდეას ტუტსის ტომის მონარქიული მმართველობით. ეს ჯგუფი ასევე შეიარაღდა. მალე დაიწყო დაპირისპირებები ამ ორ პარტიას შორის. 1959 წლის ივლისში, როდესაც მვამი მუტარა III გარდაიცვალა გეგმიური ვაქცინაციის შემდეგ, ზოგიერთმა ტუტსის ტომის წარმომადგენელმა ჩათვალა, რომ ის მოკლული იქნა. მისი უმცროსი გერი ძმა გახდა მორიგი მონარქი, სახელად კიგელი V.

1959 წლის ნოემბერში ტუტსის მოსახლეობა შეეცადა მოეკლა გრეგუარ კაიიბანდა. ხმები ჰუტუს წარმომადგენელი პოლიტიკოსის — დომინიკ მბონომუტვას სიკვდილის შესახებ ტუტსის წარმომადგენლების მიერ, გახდა მიზეზი სამხედრო შეტაკებების დაწყებისა ამ ორ ტომს შორის. ჰუტუს ტომის აჯანყებას მოჰყვა 20 000-დან 100 000-მდე ტუტსის ტომის მოსახლეობის სიკვდილი. ათასობით ტუტსის ტომის წარმომადგენელი, მათ შორის მვამი, გაიქცა მეზობელ უგანდაში მანამდე, სანამ ქვეყანაში მოვიდნენ ბელგიელი კომანდოსები ძალადობის აღსაკვეთად. ტუტსის ლიდერებმა ბრალი დასდეს ბელგიელებს, რომ ისინი აქეზებდნენ ჰუტუს ტომის მოსახლეობას აჯანყების დაწყებაში. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალურმა კომისიამ შეაფასა ეს მოვლენები, როგორც რასიზმის გამოვლინება ეროვნული უმცირესობის — ტუტსის ტომის მიმართ და აღნიშნა მთელი რიგი დიკრინიმინაციული მოქმედებები ბელგიის ხელისუფლების მხრიდან.

1959 წლის აჯანყებამ სერიოზულად შეცვალა რუანდის პოლიტიკური ცხოვრება. დაახლოებით 150 000 ტუტსის ტომის მოსახლეობა იძულებული გახდა გაქცეულიყო ქვეყნიდან და თავშესაფარი იპოვეს მეზობელ ქვეყნებში. ამ დევნილთაგან ბევრი იმყოფებოდა ემიგრაციაში 90-იანი წლების დაწყებამდე. დევნილთა რიგებიდან პირველ და მეორე თაობებიდან შემდგომში ხდებოდა კადრების აყვანა რუანდის პატრიოტული ფრონტისთვის. ტუტსის ტომის რუანდაში დარჩენილი მოსახლეობა, გამორიცხული იქნა პოლიტიკური ხელისუფლებიდან, რომელიც გადავიდა ჰუტუს ტომის ხელში.

1960 წელს ბელგიის ხელისუფლება დათანხმდა ჩაეტარებინა დემოკრატიული მუნიციპალური არჩევნები რუანდა-ურუნდიში. ჰუტუს ტომის უმრავლესობამ ეროვნულ ასამბლეაში აირჩია თავისი წარმომადგენლები. ტუტსის მონარქია გაუქმდა. ბელგიელთა ძალისხმევამ შექმნილიყო რუანდა-ურუნდის დამოუკიდებელი სახელმწიფო ტუტსის და ჰუტუს ტომის წარმომადგენელთა თანაბარი როლით პოლიტიკურ და სოციალურ სფეროებში, ვერ მოიპოვა წარმატება. გაეროს მოთხოვნით ბელგიის ხელისუფლებამ დაჰყო რუანდა-ურუნდი ორ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ — რუანდა და ბურუნდი.

დამოუკიდებლობარედაქტირება

დამოუკიდებლობის პირველი ათწლეულირედაქტირება

1961 წლის 25 სექტემბერს შედგა რეფერენდუმი, რომელზეც დაისვა კითხვა — გახდეს რუანდა რესპუბლიკა თუ შეინარჩუნოს მონარქია. მოქალაქეებმა მხარი დაუჭირეს რესპუბლიკას. 1961 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პრემიერ-მინისტრი გახდა გრეგუარ კაიიბანდა. სიკვდილს გადარჩენილი დომინიკ მბონომუტვა გამოცხადდა გარდამავალი მთავრობის პირველ თავმჯდომარედ.

1961 და 1962 წლებს შორის ტუტსის ტომის პარტიზანულმა დაჯგუფებებმა მოაწყვეს მთელი რიგი თავდასხმები რუანდის ტერიტორიაზე მეზობელი ქვეყნებიდან. რუანდის მთავრობამ ჩაატარა კონტრშეტევა, რის შედეგადაც კიდევ რამდენიმე ათასი ადამიანი ორივე მხრიდან იქნა მოკლული.

1962 წლის 1 ივლისიდან ბელგიამ, გაეროს მეთვალყურეობის ქვეშ, მიანიჭა მთლიანი დამოუკიდებლობა რუანდას და ბურუნდის. რუანდა ოფიციალურად გახდა რესპუბლიკა, პარლამენტში პარმეჰუტუს პარტიის უმრავლესობით, რომელმაც თანდათან მოიპოვა მთლიანი კონტროლი ეროვნულ პოლიტიკაზე. 1963 წელს ტუტსის ტომის პარტიზანები ხელმეორედ შეიჭრნენ ქვეყანაში ბურუნდიდან, რამაც გამოიწვია შეტაკებები, რომლის შედეგადაც მოკლული იქნა დაახლოებით 14 ათასი ადამიანი. ეკონომიკური კავშირი რუანდასა და ბურუნდის შორის გაწყდა, ხოლო მათ შორის დაძაბულობა უფრო გამწვავდა. გრეგუარ კაიიბანდამ რუანდა გამოაცხადა ერთპარტიული სისტემის ქვეყნად.

გრეგუარ კაიიბანდა 1962 წელს გახდა რუანდის პირველი არჩეული პრეზიდენტი. მან ოფიციალური ურთიერთობა დაამყარა 43 ქვეყანასთან, მათ შორის აშშ-თან. მიუხედავად შიდა პოლიტიკაში მიღწეული პროგრესისა, ქვეყანაში არსებულმა კორუფციამ ყველაფერი ნულთან მიიყვანა.

გრეგუარ კაიიბანდას ადმინისტრაციამ დააწესა კვოტები, რომ ეცადა გაეზარდა ჰუტუს ტომის მოსახლეობის რაოდენობა სკოლებში და სახელმწიფო სამსახურებში. ეს ძალისხმევები საბოლოო ჯამში იწვევდა ტუტსის ტომის მოსახლეობის მარგინალიზაციას. მათ საშუალო სკოლებში და უნივერსიტეტებში გამოუყვეს მხოლოდ ადგილების ცხრა პროცენტი. კვოტები ასევე ვრცელდებოდა სახელმწიფო სამსახურზეც. უმუშევრობის მაღალმა დონემ გამოიწვია მკაცრი კონკურენცია თითოეულ სამუშაო ადგილზე, რამაც გაზარდა ეთნიკური დაპირისპირება. გრეგუარ კაიიბანდას მთავრობა ასევე აგრძელებდა ბელგიის კოლონიური მთავრობის პოლიტიკას, დააბრუნა ეთნიკური პირადობის მოწმობები და აკრძალა „შერეული“ ქორწილები.

მთავრობა ყოველმხრივ ჩაგრავდა პოლიტიკურ ოპოზიციას. მან აკრძალა ტუტსის ტომის პოლიტიკური პარტიები უნარი (UNAR) და რადერი (RADER). ჰუტუს ტომის ბოევიკები ხმარობდნენ დამამცირებელ ტერმინ „ინიენზის“ (კინიარუანდა — inyenzi) — ტარაკანები, რომ დაეხასიათებინათ ქვეყანაში შემოჭრილი ტუტსის ტომის აჯანჯებულები.

კათოლიკური ეკლესია მჭიდროდ იყო დაკავშირებული პარმეჰუტუსთან. ეკლესიის დახმარებით ხელისუფლება უკავშირდებოდა თავის მოკავშირეებს ბელგიაში და გერმანიაში.

სამხედრო მმართველობარედაქტირება

1973 წლის 5 ივლისს თავდაცვის მინისტრმა გენერალ-მაიორმა ჟიუვენალ ჰაბიარიმანამ პუტჩის შედეგად გადააყენა გრეგუარ კაიიბანდა. ჟიუვენალ ჰაბიარიმანამ შეაჩერა კონსტიტუციის მოქმედება, დაშალა ეროვნული კრება და დაადო მკაცრი აკრძალვა ნებისმიერ პოლიტიკურ მოქმედებებს.

პირველად ჟიუვენალ ჰაბიარიმანამ შეაჩერა კვოტების სისტემა, რითაც ტუტსის ტომის მოსახლეობის სიმპათიები დაიმსახურა. მიუხედავად ამისა, ეს დიდ ხანს არ გაგრძელებულა. 1974 წელს საზოგადოებრივი რეზონანსი გამოიწვია იმ აზრის განხილვამ მასზედ, რომ ტუტსის ტომის წარმომადგენლები საკმაოდ ბევრნი არიან წარმოდგენილნი პროფესიონალურ სფეროებში, ისეთებში, როგორიცაა მედიცინა და განათლება. ათასობით ტუტსის ტომის წარმომადგენელი იძულებული იყო გადამდგარიყო დაკავებული თანამდებობებიდან, ბევრმა მათგანმა დატოვა სამშობლო. ძალადობის შედეგად რამდენიმე ასეული ტუტსის წარმომადგენელი იქნა მოკლული. თანდათან ჟიუვენალ ჰაბიარიმანა დაუბრუნდა თავისი წინამორბედის მეთოდებს, რომელმაც გააძლიერა მტრობა ამ ორ ტომს შორის.

1975 წელს პრეზიდენტმა ჟიუვენალ ჰაბიარიმანამ ჩამოაყალიბა ეროვნული რესპუბლიკური მოძრაობა დემოკრატიისათვის და განვითარებისათვის, რომლის ოფიციალურ მიზნებს მოიცავდა მშვიდობის პროპაგანდა, ერთიანობა და ეროვნული განვითარება. პარტია პარმეჰუტუ დაიშალა.

ეროვნული რესპუბლიკური მოძრაობა დემოკრატიისათვის და განვითარებისათვის გახდა ერთპარტიული სისტემის საფუძველი, რომელიც გამოქვეყნებული იყო 1978 წლის რეფერენდუმზე მიღებულ ახალ კონსტიტუციაში. რამდენიმე კვირის შემდეგ ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები. ჟიუვენალ ჰაბიარიმანა, როგორც ერთადერთი მმართველი პარტიის მეთაური იყო ერთადერთი კანდიდატი საარჩევნო ბიულეტენებში. ის ხელმეორედ აირჩიეს 1983 და 1988 წლების არჩევნებში, ყოველთვის როგორც ერთადერთი კანდიდატი. საზოგადოებრივი დაწოლის პასუხად, პრეზიდენტმა ჟიუვენალ ჰაბიარიმანამ 1990 წლის ივლისში განაცხადა თავის გადაწყვეტილებაზე გადაექცია ერთპარტიული სახელმწიფო მრავალპარტიულ დემოკრატიად.

კავშირი ბურუნდიში მიმდინარე მოვლენებთანრედაქტირება

რუანდაში არსებული სიტუაცია მჭიდროდ იყო დაკავშირებული მეზობელ ბურუნდიში არსებულ სიტუაციაზე. ორივე ქვეყანა უპირატესად ჰუტუს ტომის ხალხით იყო დასახლებული, მაგრამ ტუტსის ტომის არმია, რომელსაც ხელისუფლება ვერ აკონტროლებდა, ათეულწლების განმავლობაში დაბანაკებული იყო ბურუნდიში. ლუი რვაგასორეს მკვლელობის შემდეგ, მისი პარტია უპრონა დაიყო ტუტსის და ჰუტუს ტომის წარმომადგენელთა ფრაქციებად. ტუტსის ტომის წარმომადგენელი პრემიერ-მინისტრი აირჩიეს მონარქად, მაგრამ ერთი წლის შემდეგ, 1963 წელს, ის იძულებული იყო პრემიერ-მინისტრად დაენიშნა ჰუტუს ტომის წარმომადგენელი პიერ ნგენდანდუმბე, რომ დაეშოშმინებინა ჰუტუს ტომის წარმომადგენელთა უკმაყოფილება. მიუხედავად ამისა, მონარქმა იგი მალევე შეცვალა მეორე ტუტსის ტომის პრინცით. 1965 წლის ბურუნდის საკანონმდებლო ორგანოების პირველ არჩევნებზე ნგენდანდუმბე აირჩიეს პრემიერ-მინისტრად. ის ძალიან მალევე მოკლეს ტუტსის ტომელმა ექსტრემისტრებმა და ის შეცვალა ჰუტუს ტომის მეორე წარმომადგენელმა — ჯოზეფ ბამინამ. ჰუტუს ტომის წარმომადგენლებმა ეროვნულ პარლამენტში მიიღეს 33 ადგილიდან 23 ადგილი, მაგრამ მონარქმა არჩევნები გამოაცხადა არაკანონიერად. ბამინაც ასევე მალე იქნა მოკლული და ტუტსის ტომის მონარქმა პრემიერ-მინისტრად დანიშნა თავისი პირადი მდივანი — ლეოპოლდ ბიჰა. ამან გამოიწვია სამთავრობო გადატრიალება და მვამი გაიქცა ქვეყნიდან, ხოლო ლეოპოლდ ბიჰა დაიჭრა. ტუტსის ტომის არმიამ, მიშელ მიჩომბეროს მეთაურობით მკაცრი პასუხი გასცა: ჰუტუს ტომის თითქმის ყველა პოლიტიკოსი იქნა მოკლული[15]. მიშელ მიჩომბერომ საკუთარ კონტროლ ქვეშ აიღო მთავრობა და რამდენიმე თვის შემდეგ ჩამოაგდო თავისი მვამი, წინა მონარქის შვილი და საერთოდ მონარქიის ლიკვიდაცია მონარქია. შემდეგ ის დაიმუქრა რუანდაში შეჭრით[16]. ბურუნდიში სამხედრო დიქტატურა შენარჩუნდა კიდევ 27 წელი, შემდეგ 1993 წლის თავისუფალ არჩევნებამდე.

1969 წელს მოხდა ჰუტუს ტომის კიდევ ერთი ეთნიკური წმენდა ტუტსის ტომის არმიის მხრიდან. პასუხი გახდა 1972 წლის ჰუტუს ტომის ძლიერი აჯანყება, რომელიც გადაიზარდა გენოციდში და რის შედეგადაც დაიღუპა დაახლოებით 200 000 ადამიანი. ამ ძალადობამ გამოიწვია ჰუტუს ტომის დევნილების მორიგი ტალღა ბურუნდიდან რუანდაში, რის შედეგადაც ეთნიკური დაძაბულობა კიდევ უფრო გაიზარდა.

1988 წელს ბურუნდის მთელ ჩრდილოეთ ნაწილს გადაუარა ძალადობის ტალღამ ტუტსის ტომის მოსახლეობის მიმართ, რის პასუხადაც ტუტსის ტომის არმიამ დახოცა დაახლოებით 20 ათასი ჰუტუს ტომის წარმომადგენელი. დევნილების ახალი ტალღა გაემართა ტანზანიაში და კონგოში.

სამოქალაქო ომირედაქტირება

ტუტსის ტომის მოსახლეობის დევნილების მნიშვნელოვანი ნაწილი შეუერთდა იოვერი მუსევენის აჯანყებულთა ძალებს უგანდის სამოქალაქო ომის დროს, რომელიც მათი გამარჯვებით დამთავრდა 1986 წელს. მათ შორის იყვნენ ფრედ რვიგიემა და პოლ კაგამე, რომლებმაც დევნილებისაგან ჩამოაყალიბეს რუანდის პატრიოტული ფრონტი (რპფ) — რუანდის ტუტსის ტომის აჯანყებულთა ჯგუფი. 1990 წლის 1 ოქტომბერს რპფ-ს არმია შეიჭრა რუანდაში უგანდის ბაზიდან. სამი წლის განმავლობაში ჰუტუს ტომის მთავრობის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებისა და მრავალრიცხოვანი სამშვიდობო შეთანხმებების შემდეგ 1993 წლის აგვისტოში მხარეებმა ხელი მოაწერეს „საბოლოო“ შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე, ცნობილს როგორც არუშის შეთანხმება.

სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდა, როდესაც ბურუნდის არჩეული პრეზიდენტი, ჰუტუს ტომის წარმომადგენელი მელქიორ ნდადაიე, მოკლული იქნა ტუტსის ტომის ჯარისკაცების მიერ 1993 წლის ოქტომბერში[17]. ბურუნდიში დაიწყო გაცხარებული სამოქალაქო ომი ტუტსის და ჰუტუს ტომის მოსახლეობას შორის. ეს კონფლიქტი გადავიდა რუანდის ტერიტორიაზე და ამ ორ ტომს შორის არსებულმა ბეწვზე მყოფმა სიმშვიდემ საკმაოდ საშიში ფორმა მიიღო. თუმცა გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ გააგზავნა სამშვიდობო ძალები, რომელსაც ერქვა რუანდის დასახმარებელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მისია (UNAMIR), მაგრამ მისია სუსტად იყო დაკომპლექტებული და მნიშვნელოვნად არაეფექტური სამოქალაქო ომის პირობებში საბრძოლველად. გაეროს ძალების გენერალ-ლეიტენანტი რომეო დალერუს გარდაუვალი გენოციდის საფრთხის თავიდან ასაცილებლად უარი ეთქვა დამატებითი ჯარების გამოყოფაზე[18].

გენოციდი რუანდაში (1994 წელი)რედაქტირება

1994 წლის 6 აპრილს თვითმფრინავი, რომელშიც ისხდნენ რუანდის პრეზიდენტი ჟიუვენალ ჰაბიარიმანა და ბურუნდის პრეზიდენტი სიპრიენ ნტარიამირა, ჩამოვარდა კიგალის აეროპორტში დაჯდომისას[19]. ამ დროს ორივე პრეზიდენტი დაიღუპა.

ამ მოვლენამ შეძრა მთელი რუანდა: ორივე პრეზიდენტი ჰუტუს ტომის წარმომადგენელი იყო, რის შედეგადაც ჰუტუს შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა დაიწყეს ტუტსის ტომის წარმომადგენლების ტერიტორიების ალყაში მოქცევა და მათი დახოცვა, რადგან ავიაკატასტროფის მთავარ დამნაშავეებად ისინი ჩაითვალენ. მკვლელობების ტალღა სწრაფად გავრცელდა კიგალიდან ქვეყნის ყველა კუთხეებში. 6 აპრილიდან ივლისის დასაწყისამდე პერიოდში გაჩაღდა მასობრივი მკვლელობები: ჰუტუს ტომის მოსახლეობის შეიარაღებულმა ჯგუფებმა (ინტერაჰამვე) მოკლეს 500 000-დან 1 000 000-მდე ტუტსის ტომის და ზომიერად განწყობილი ჰუტუს ტომის მაცხოვრებელი. ადგილობრივი ჩინოვნიკების მიერ თვით რიგითი მოქალაქეებიც კი იყვნენ დავალებულები, რომ მოეკლად თავისი მეზობელი. გენოციდისკენ უბიძგებდნენ მასმედიის ორგანოები, რომლებიც ღიად მოუწოდებდნენ ტუტსის ტომის მოსახლეობაზე ძალადობისკენ.

გაიგო რა რუანდაში გენოციდის შესახებ, რპფ-ს ლიდერმა პოლ კაგამემ დაიწყო თავისი რაზმების მომზადება მეზობელი ქვეყნებიდან რუანდაში შესაჭრელად. შედეგად დაიწყო სამოქალაქო ომი. ტუტსის ტომის მოსახლეობამ რპფ-ს ხელმძღვანელობით დაიწყო მოძრაობა დედაქალაქ კიგალისაკენ და ივნისისთვის დაიკავა ქვეყნის ჩრდილოეთი, აღმოსავლეთი და სამხრეთი ნაწილი. ათასობით სამოქალაქო პირი იქნა მოკლული კონფლიქტის დროს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრმა სახელმწიფოებმა უარი თქვეს პასუხი გაეცათ UNAMIR-ის თხოვნებზე რათა გაზრდილიყო მშვიდობისმყოფელების კონტიგენტი. რპფ-ს კონტროლს გარეშე დარჩენილი ქვეყნის ნაწილის ოკუპაცია მოახდინა საფრანგეთმა. ფრანგებმა თავიანთი დესანტის გადმოსხმა ოფიციალურად ახსნეს, როგორც მასობრივი მკვლელობების თავიდან აცილების მცდელობისათვის აუცილებელი პირობა, მაგრამ ფაქტობრივად ჰუტუს ტომის მოსახლეობის მასიური მკვლელობები გრძელდებოდა მათ მიერ კონტროლირებად ზონებშიც[20].

სამოქალაქო ომის დასასრულირედაქტირება

1994 წლის ივლისიდან აგვისტოს ჩათვლით პერიოდში ტუტსის ტომის ჯარი, პოლ კაგამეს მეთაურობით შევიდა კიგალიში და სულ მალე დაიკავა ქვეყნის ყველა ნაწილი. შედეგად გენოციდი დამთავრდა, მაგრამ ქვეყნის ფარგლებს გარეთ ხელახლა დაიწყო დევნილების ტალღის გადინება, ოღონდ ამ შემთხვევაში დევნილები იყვნენ ჰუტუს ტომის წარმომადგენლები, რომლებსაც ეშინოდათ ტუტსის წარმომადგენლების მიერ სამაგიეროს გადახდის. მეზობელ ბურუნდიში, ტანზანიაში, უგანდაში და ზაირში შეიქმნა დევნილების ბანაკები.

ქვეყანაზე კონტროლის დამყარების შემდეგ პოლ კაგამემ ჩამოაყალიბა ეროვნული ერთიანობის მთავრობა ჰუტუს ტომის პრეზიდენტის — პასტერ ბიზიმუნგუს მეთაურობით. თვითონ პოლ კაგამე გახდა თავდაცვის მინისტრი და ვიცე-პრეზიდენტი, ასევე ქვეყნის ქარიზმატული ლიდერი.

1997 წლის ოქტომბერში დევნილების უზარმაზარი რაოდენობა — 600 000 ადამიანზე მეტი — უკან, რუანდაში დაბრუნდა. ამ მასობრივი რეპატრიაციის შემდეგ დაბრუნება დაიწყო კიდევ 500 000 დევნილმა ტანზანიიდან. არა ნაკლებ 100 000 რუანდელისა რჩება სამშობლოს ფარგლებს გარეთ. რუანდაში ითვლება, რომ ესენი არიან ყოფილი მთავრობის განადგურებული არმიის და მათი მოკავშირე სამოქალაქო პირების — ინტერაჰამვეს ნარჩენები. კონგოს აღმოსავლეთ ნაწილის ტყეებში რჩებიან გენოციდთან არანაირი კავშირის მქონე ჰუტუს ტომის დევნილები, კერძოდ, რუტშურუს, მასისის და ბუკავუს რაიონებში, — რომლებიც დეზინფორმირებულები იყვნენ აჯანყებულების მიერ და მათ ატყუებდნენ, რომ რუანდაში დაბრუნებისთანავე იქნებოდნენ მოკლულები. მიუხედავად ამისა, იმის მერე დევნილების უმრავლესობა დაბრუნდა და ქვეყანა მთლიანობაში ტურისტებისათვის საშიშროებას არ წარმოადგენს.

რუანდის ყავამ მოიპოვა სულ უფრო მეტი მნიშვნელობა საერთაშორისო ბაზარზე, მის განაშენიანებაში და მოვლა-შენახვაში აშშ-მა ჩადო 8 მილიონი დოლარი. რუანდა დღეისათვის იღებს განსაზღვრულ შემოსავალს ყავის და ჩაის ექსპორტისაგან, თუმცა მისთვის ძნელია კონკურენცია გაუწიოს მის უფრო დიდ მწარმოებლებს. მაგრამ შემოსავლების ძირითადი წყარო მაინც ტურიზმია — განსაკუთრებით, მთის გორილების საცხოვრებელი ადგილების მონახულება. ასევე ტურისტების ინტერესს წარმოადგენს „ლეს ნიუნგვეს“ (მსოფლიოში ერთ-ერთი უკანასკნელი მაღლობი ტროპიკული ტყე) და აკაგერას (საფარი-პარკი) ეროვნული პარკები, ასევე დასვენება გისენის და კიბუეს ტბებთან.

2000 წელს პასტერ ბიზიმუნგუს მთავრობა კრიზისის გამო დაითხოვეს, ხოლო პრეზიდენტი პოსტიდან გადააყენა პოლ კაგამემ. პასტერ ბიზიმუნგუმ დააარსა ოპოზიციური პარტია — PDR, მაგრამ ის აკრძალა პოლ კაგამეს მთავრობამ. პასტერ ბიზიმუნგუ დააპატიმრეს 2002 წელს სამშობლოს გაყიდვის ბრალდებით და მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა 15 წელი, მაგრამ გაანთავისუფლეს პრეზიდენტის ამნისტიით 2007 წელს.

პირველი და მეორე კონგოს ომირედაქტირება

ჰუტუს ტომის შეიარაღებული ძალების — ინტერაჰამვესაგან ქვეყნის დაცვის მიზნით, რომლებიც გაიქცნენ ზაირის (დღევანდელი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა) აღმოსავლეთ ნაწილში, რპფ-ს ჯარები 1996 წელს შეიჭრნენ ზაირის ტერიტორიაზე. ამ შეჭრაში რუანდის მოკავშირე გახდა კონგოს განთავისუფლების დემოკრატიული ძალების ალიანსი, რომელსაც მეთაურობდა ლორან-დეზირე კაბილა — ზაირის დიქტატორის მობუტუ სესე სეკოს ძველი მტერი. შეჭრას ასევე მხარი დაუჭირა უგანდის ჯარებმა, რომლებიც ზაირში შევიდნენ ჩრდილო-აღმოსავლეთიდან. ამ მოვლენებმა სახელად მიიღო კონგოს პირველი ომი.

კონფლიქტის დროს ლორან-დეზირე კაბილამ, ვისი ძირითადი მიზანიც იყო მობუტუს ჩამოგდება, ჯარი წაიყვანა კინშასას მიმართულებით. 1997 წელს მობუტუ გარდაიცვალა პროსტატიტის კიბოსგან და კაბილამ დაიპყრო კინშასა, ხოლო შემდეგ გახდა ზაირის პრეზიდენტი, რომელსაც მან სახელი გადაარქვა და უწოდა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა. ამის შემდეგ კაბილას აღარ სჭირდებოდა ტუტსის ტომის წარმომადგენლების რპფ-სთან და უგანდის ჯარებთან კავშირი. 1998 წლის აგვისტოში მან მოთხოვა მათ დაეტოვებინათ ქვეყანა. მაგრამ არც ტუტსის ტომის შეიარაღებულ ძალებს და არც იოვერი მუსევენის უგანდის ჯარს არც უფიქრიათ ქვეყნის დატოვება, რამაც გამოიწვია კონგოს მეორე ომი.

კონგოს მეორე ომის დროს რუანდელი ტუტსის ტომის შეიარაღებულმა ძალებმა სცადეს კივუს პროვინციის ანექსირება, რომ გაეწმინდათ იგი ჰუტუს ტომის დევნილების ბანაკებისგან. უგანდამ და რუანდამ თითქმის შეძლო დაეკავებინა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიის დიდი ნაწილი. მაგრამ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა იყო SADK-ის (სამხრეთ აფრიკის განვითარების თანამეგობრობა) წევრი და პრეზიდენტმა ლორან-დეზირე კაბილამ სთხოვა მის სხვა წევრ სახელმწიფოებს დახმარება. შედეგად კონფლიქტი რეგიონალურიდან გადაიზარდა საერთო აფრიკულში. კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას დაეხმარა ანგოლა და ზიმბაბვე. გაერთიანებულმა არმიამ შეძლო დაებრუნებინა რუანდელების და უგანდელების მიერ დაკავებული ყველა დაპყრობილი ტერიტორიები.

ლორან-დეზირე კაბილა მოკლული იქნა 2001 წელს და იგი შეცვალა მისმა შვილმა — ჟოზეფ კაბილა. 2002 წლის 20 ივლისს პრეტორიაში ხელი მოეწერა სამშვიდობო შეთანხმებას ჟოზეფ კაბილასა და რუანდის ტუტსის ტომის წარმომადგენელ პრეზიდენტ პოლ კაგამეს შორის რუანდის ჯარის 20-ათასიანი კონტიგენტის გაყვანაზე, ტუტსის ტომის ორგანიზაციის კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიაზე ოფიციალურ აღიარებაზე, ჰუტუს ტომის შეიარაღებული ძალების განიარაღებაზე.

დღეისათვის კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში კვლავ მიმდინარეობს ომი, რომელიც დაიწყო 2012 წელს კივუს პროვინციაში გაეროს მშვიდობისმყოფელებით მხარდაჭერილ პრეზიდენტ კაბილას სამთავრობო ჯარებსა და „23 მარტის მოძრაობის“ აჯანყებულებს შორის, რომლებსაც ეხმარება რუანდა და უგანდა.

თანამედროვე რუანდარედაქტირება

დღეისათვის რუანდა მთელი ძალებით ცდილობს აღადგინოს ომით და გენოციდით დანგრეული ეკონომიკა და ავლენს ჩქარი ეკონომიკური განვითარების ნიშნებს[21], მაგრამ საერთაშორისო შეშფოთება ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევების გამო არ ცხრება.

რუანდის ძირითადი ეკონომიკური პარტნიორები არიან ბელგია, გერმანია და ჩინეთი. 2007 წლის აპრილში ხელი მოეწერა სავაჭრო შეთანხმებებს ბელგიასა და რუანდას შორის. მის თანახმად, ბელგია რუანდის ეკონომიკაში ჩადებს 25-35 მილიონ ევროს წელიწადში[22] და ითანამშრომლებს ადგილობრივ სოფლის მეურნეობის და მეცხოველეობის სამინისტროსთან. ბელგიელები ასევე დაეხმარნენ თევზჭერის აღდგენაში კივუს ტბაში[23].

აღმოსავლეთ რუანდაში კლინტონის ფონდი, ჯანდაცვის სფეროს პარტნიორებთან ერთად, ეხმარება სოფლის მეურნეობის წარმადობის აწევაში, წყალმომარაგების და სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესებაში, ასევე ხელს უწყობს საერთაშორისი კავშირების განვითარებას სასოფლო სამეურნეო პროდუქციის გასაღების მიზნით[24][25]. 2000 წლიდან რუანდის მთავრობამ ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის ინტერესი გამოთქვა, მათ შორის, გეგმავს უზრუნველყოს მაღალსიჩქარიანი ფართეზოლიანი ინტერნეტი მთელ ქვეყანაში.

რუანდამ 2007 და 2009 წლებში გააკეთა წარდგინება ერთა თანამეგობრობაში გაწევრიანებაზე, რითაც ცდილობდა დისტანცია დაეჭირა ფრანგული საგარეო პოლიტიკიდან. 2009 წელს პორტ-ოვ-სპეინის თანამეგობრობის სახელმწიფოთა მეთაურების შეხვედრაზე რუანდას მიანიჭეს წევრობის სტატუსი. ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სტივენ სმიტმა საქვეყნოდ განაცხადა, რომ ამას შეუძლია „გააძლიეროს კანონის უზენაესობა და დაეხმაროს რუანდის მთავრობის ძალისხმევას დემოკრატიის მშენებლობაში და ეკონომიკის ზრდაში“.

მაგრამ მას შემდეგ ორგანიზაცია Freedom House-ს არაერთხელ გამოუთქვამს შეშფოთება რუანდაში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო. 2010 წელს ორგანიზაცია საერთაშორისო ამნისტიამ გადაჭრით დაგმო თავდასხმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე[26] საპრეზიდენტო არჩევნების წინ, გაერთიანებული დემოკრატიული ძალების პრეზიდენტ ვიქტუარ ინგაბირეს და მისი მოადგილის ჟოზეფ ნტავანგუნდის ინციდენტის დროს, როდესაც ისინი აგროვებდნენ პარტიის სარეგისტრაციო დოკუმენტებს სამთავრობო შენობასთან კიგალიში. პრეზიდენტობის კანდიდატი ბერნარდ ნტაგანდა დააპატიმრეს 2000 წლის 24 ივნისს „გენოციდის იდეოლოგიის“ ბრალდებით.

რუანდის მწვანეთა პარტიის თავმჯდომარე ფრენკ ჰაბინეზამ ასევე განაცხადა მასზე, რომ იღებდა მუქარებს. 2009 წლის ოქტომბერში მწვანეთა პარტიის მიტინგი დაშალა პოლიციამ[27]. არჩევნებამდე სულ რამდენიმე კვირით ადრე, 2009 წლის 14 ივლისს, მწვანეთა პარტიის ვიცე-პრეზიდენტი ანდრე რვისერეკა მოკლული იქნა ნაპოვნი ბუტარაში (სამხრეთი რუანდა)[28].

ხელისუფლების მკაცრ კონტროლ ქვეშ იმყოფება მასმედია. 2009 წლის ივნისში გაზეთ „Umuvugizi“-ის ჟურნალისტი ჟან-ლეონარდ რუგამბაგე მოკლული იქნა საკუთარი სახლის ახლოს კიგალიში. „Umuvugizi“ იმ დროს აწარმოებდა საკუთარ გამოძიებას გენერალ ფაუსტინ კაიუმბუ ნიამვასუს მკვლელობის თაობაზე, რომელიც იმყოფებოდა დევნილობაში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. 2009 წლის ივლისში აგნეს ნკუსი უვიმანას, გაზეთ „Umurabyo“-ს რედაქტორს, წაუყენეს ბრალდება „გენოციდის იდეოლოგიაში“. გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ, ევროპის კავშირმა, აშშ-მა, საფრანგეთმა და ესპანეთმა სახალხოდ გამოხატეს შეშფოთება ამ მოვლენების გამო.

სახელმწიფო წყობარედაქტირება

რუანდა საპრეზიდენტო რესპუბლიკაა, მრავალპარტიული სისტემით.

სახელმწიფოს მეთაურია — პრეზიდენტი, რომელსაც ირჩევენ 7-წლიანი ვადით (შესაძლოა მიმდევრობით მეორე ვადაც). პრეზიდენტი 2000 წლის აპრილიდან — პოლ კაგამე, 2010 წლის სექტემბერში აირჩიეს მეორე ვადით.

პარლამენტი — ორპალატიანია. სენატი — 26 ადგილიანი (12 — ირჩევა ადგილობრივი საბჭოების მიერ, 8 — ინიშნება პრეზიდენტის მიერ, 4 — ინიშნება პოლიტიკური ორგანიზაციების მიერ, 2 — ინიშნება უმაღლესი სასწავლებლების მიერ); უფლებამოსილების ვადა — 8 წელი. დეპუტატების პალატა — 80 ადგილი (53 ირჩევა მოსახლეობის მიერ, 24 ქალი ირჩევა ადგილობრივი საბჭოების მიერ, 3 ინიშნება ახალგაზრდების და ინვალიდების მიერ); უფლებამოსილების ვადა 5 წელი.

ყველაზე დიდი პოლიტიკური პარტიები:

  • რუანდის პატრიოტული ფრონტი — 42 დეპუტატი (პრეზიდენტ კაგამეს პარტია)
  • სოციალ-დემოკრატიული პარტია — 7 დეპუტატი
  • ლიბერალური პარტია — 4 დეპუტატი

რუანდაში კიდევ არსებობს 3 ნებადართული პარტია და 2 აკრძალული პარტია.

რუანდის შეიარაღებული ძალებირედაქტირება

საერთო რაოდენობაა 35 - 45 ათასი ადამიანი (სხვადასხვა მონაცემებით), მათ შორის დაახლოებით 7 ათასს შეადგენს ჟანდარმერია, ხოლო 1 ათასს სამხედრო საჰაერო ძალები. დაკომპლექტება ხდება ნებაყოფლობით საფუძველზე, გასაწვევი ასაკი — 18 წელი. რუანდის ხარჯები თავდაცვაზე 1990 წელს შეადგენდა მთლიანი შიდა პროდუქტის 3,75 %-ს, 2000 წელს — 3,53 %-ს, ხოლო 2010 წელს — 1,91 %-ს.

ადმინისტრაციული დაყოფარედაქტირება

რუანდის ადმინისტრაციული დაყოფა (2006 წლის შემდეგ)

2006 წლის 1 იანვრიდან რუანდა დაყოფილია ხუთ პროვინციად (intara), პროვინციები იყოფა ოცდაათ რაიონად (akarere), რომლებიც იყოფიან სექტორებად.

პროვინციაადმინისტრაციული ცენტრიფართობი,[1]
კმ²
მოსახლეობა,[1]
ად. (2012)
სიმჭიდროვე,
ად./კმ²
1ჩრდილოეთის პროვინციაბიუმბა32761 726 370526,97
2აღმოსავლეთის პროვინციარვამაგანა94582 595 703274,45
3სამხრეთის პროვინციანიანზა59632 589 975434,34
4დასავლეთის პროვინციაკიბუე58832 471 239420,06
5კიგალის პროვინციაკიგალი7301 132 6861551,62
სულ25 31410 515 973415,49

2006 წლის 1 იანვრამდე რუანდა იყოფოდა 12 პროვინციად.

მოსახლეობარედაქტირება

მოსახლეობის რაოდენობა — 12 012 589 ადამიანი (2013 წლის ივლისის შეფასება).

წლიური მატება — 2,8 % (ფერტილობა — 4,99 დაბადებული ერთ ქალზე).

სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა — 49 წელი მამაკაცებში, 52 წელი ქალებში. 55 წელი 2011 წელს.

იმუნოდეფიციტის ვირუსით დაავადებულნი (შიდსი) — 2,8 % (2007 წლის შეფასება).

ქალაქის მოსახლეობა — 18 %.

განათლება — 76 % მამაკაცები, 64 % ქალები (2003 წლის შეფასება).

ეთნიკური შემადგენლობა — ჰუტუ (ბანტუს ხალხი) — 84 %, ტუტსი (ჰამიტები) — 15 %, ტვა (პიგმეები) — 1 %.

რუანდის მოსახლეობის შერიგებარედაქტირება

ჯერჯერობით ტუტსის და ჰუტუს ტომების შერიგების ყველა მცდელობა მთავრდება უშედეგოდ. ჩავარდა ნელსონ მანდელას მიერ სამხრეთ აფრიკაში გამოცდილი მეთოდიც. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი 1993 წელს გახდა საერთაშორისო შუამავალი ბურუნდის მთავრობასა და აჯანყებულებს შორის გამართულ მოლაპარაკებაში. მოლაპარაკებისას ნელსონ მანდელამ წამოაყენა სქემა „ერთი ადამიანი — ერთი ხმა“ და განაცხადა რომ შვიდწლიანი ერთაშორისი კონფლიქტის სამშვიდობო დარეგულირება შესაძლებელია მხოლოდ უმცირესობაში მყოფი ტუტსის ტომის წარმომადგენლების ხელისუფლების მონოპოლიაზე უარის თქმის შემთხვევაში. მან განაცხადა, რომ „არმია უნდა იდგეს, უკიდურეს შემთხვევაში ნახევრად, მეორე ძირითადი ტომის ხალხის — ჰუტუსაგან, ხოლო ხმის მიცემა უნდა ტარდებოდეს პრინციპით ერთი ადამიანი — ერთი ხმა“.

ბურუნდის ხელისუფლება შეეცადა წასულიყო ამ ექსპერიმენტზე, მაგრამ იგი სავალალოდ დამთავრდა. იმავე 1993 წელს ქვეყნის პრეზიდენტმა პიერ ბუიოიამ გადასცა ხელისუფლება კანონიერად არჩეულ ჰუტუს ტომის წარმომადგენელ პრეზიდენტს მელქიორ ნდაიდეს. იმავე წლის ოქტომბერში სამხედროებმა მოკლეს ახალი პრეზიდენტი. პასუხად ჰუტუს ტომის წარმომადგენლებმა გაწყვიტეს 50 ათასი ტუტსის ტომის მაცხოვრებელი, ხოლო არმიამ პასუხად გაანადგურა 50 ათასი ჰუტუს ტომის მოქალაქე. ასევე გარდაიცვალა ქვეყნის მომდევნო პრეზიდენტი — კიპრიენ ნტარიამირა — ზუსტად ის მიფრინავდა ერთ თვითმფრინავში რუანდის პრეზიდენტთან 1994 წლის 4 აპრილს. ამის შედეგად 1996 წელს პიერ ბუიოია ხელმეორედ გახდა პრეზიდენტი.

დღეს ბურუნდის ხელისუფლება თვლიან, რომ პრინციპის „ერთი ადამიანი — ერთი ხმა“ ხელახლა შემოტანა — ნიშნავს ომის გაგრძელებას. ამიტომ საჭიროა შეიქმნას ხელისუფლებაში ჰუტუს და ტუტსის ტომის წარმომადგენლების მონაცვლეობით ყოფნის სისტემა, რისი მეშვეობითაც გაცილებით ადვილი იქნება რომელიმე ეთნიკური ჯგუფის ექსტრემისტი ლიდერების ხელისუფლებიდან ჩამოშორება. დღეისათვის ბურუნდიში მიღწეულია მორიგი შეთანხმება და რამდენ ხანს გაგრძელდება იგი არავინ არ იცის.

მდგომარეობა რუანდაში გამოიყურება უფრო დამამშვიდებლად — რუანდის ტუტსის ტომის პრეზიდენტი პოლ კაგამე თავის თავს ეძახის ყველა რუანდელის პრეზიდენტს, განურჩევლად მათი ეთნიკური წარმომავლობისა. მაგრამ საკმაოდ მკაცრად ექცევა იმ ჰუტუს ტომის წარმომადგენლებს, რომლებიც დამნაშავეები არიან რუანდის გენოციდში 1990-იანი წლების დასაწყისში.

ენარედაქტირება

რუანდის ოფიციალური ენებია ფრანგული, კინიარუანდა და ინგლისური (2003 წლიდან). ვაჭრობის სფეროში გავრცელებულია სუაჰილი.

სტატისტიკის თანახმად 2000-იანი წლების დასაწყისში რუანდის მოსახლეობის 10 %-ზე ნაკლებს შეეძლო ელაპარაკა ფრანგულ ენაზე და 3 %-ს ინგლისურ ენაზე. ქვეყნის მოსახლეობის დიდი უმრავლესობა საერთო სასაუბრო ენად იყენებს კინიარუანდას ენას.

რუანდა-საფრანგეთის სახელმწიფო ურთიერთობების დაძაბვის შემდეგ, რუანდის ახალმა ხელისუფლებამ (2003 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ) მიიღო გადაწყვეტილება ქვეყნის განათლების სისტემაში სწავლების ენად ინგლისური ენის გამოყენების (ფრანგული ენის მაგივრად) და სახელმწიფო ენის სტატუსის შესახებ. რუანდაში ეთნიკური ომების გამო 1990-იან წლებში ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი გაიქცა მეზობელ ინგლისურენოვან ქვეყნებში, სადაც დევნილებს გაეზარდათ ბავშვების ახალი თაობა, რომლებიც სწავლობდნენ ინგლისურენოვან სკოლებში. ომების შეწყვეტისა და დევნილების საკუთარ ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ, რუანდაში გაჩნდა დიდი ინგლისურენოვანი თემი. ქვეყნის მოსახლეობის ახალი ინგლისურენოვანი ნაწილის წარმომადგენელია რუანდის დღევანდელი პრეზიდენტი პოლ კაგამე (Paul Kagame), რომელმაც ინიციირება გაუკეთა ქვეყნის გადასვლას ფრანგული ენიდან ინგლისურ ენაზე. ამ გადაწყვეტილების ოფიციალურ მოტივაციას დაერქვა მსხვილ ინგლისურენოვან სახელმწიფოებთან მეზობლობა, რომლებთანაც მიმდინარეობს ძირითადი სავაჭრო და სხვადასხვა ურთიერთობები.

რელიგიარედაქტირება

რუანდის მოსახლეობის დიდი ნაწილი — კათოლიკეა — 49,5 %[29], პროტესტანტია — 43,4 %[29], მუსლიმი — 1,8 %[30]. ყველაზე დიდი პროტესტანტული კონფესიებია ანგლიკანიზმი, ადვენტიზმი და ორმოცდაათიანელობა (თითოეულ კონფესიაში მილიონზე მეტი მორწმუნე).

ეკონომიკარედაქტირება

ბუნებრივი რესურსები — ოქრო, კალა, ვოლფრამი, ბერილიუმი, ბუნებრივი აირი, ჰიდროენერგია, ნაყოფიერი ნიადაგი.

რუანდა — ღარიბი, აგრარული ქვეყანაა საკმაოდ მაღალი მოსახლეობის სიმჭიდროვით. სასარგებლო წიაღისეული თითქმის არ მოიპოვება და მუშავდება, წარმოება იმყოფება პრიმიტიულ მდგომარეობაში, ძირითადი საექსპორტო საქონელი — ყავა და ჩაი. მიუხედავად ნიადაგის ნაყოფიერებისა (მუშავდება ქვეყნის ტერიტორიის 46 %, კიდევ 10 % — სათიბი ტერიტორიაა), სწრაფად მზარდი მოსახლეობის გამო ხდება საკვები პროდუქტების იმპორტირება. რუანდა იღებს მნიშვნელოვან უცხოურ დახმარებას (კერძოდ, საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან) და ატარებს მკაცრ საგადასახადო პოლიტიკას.

მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) ერთ სულ მოსახლეზე 2009 წელს შეადგენს დაახლოებით 900 დოლარს. (216-ე ადგილი მსოფლიოში). სიღარიბის ზღვარზე დაბლა იმყოფება მოსახლეობის დაახლოებით 60 %.

სოფლის მეურნეობა (მომუშავეთა 90 %) — ყავა, ჩაი, ბანანი, პარკოსნები, სორგო, კარტოფილი; გამრავლებულია შინაური პირუტყვი.

მრეწველობა — სასოფლო სამეურნეო პროდუქციის დამუშავება, ლუდის, საპნის, ფეხსაცმლის, სიგარეტის წარმოება. მცირე რაოდენობით მოიპოვება კალა, ვოლფრამი, ოქრო.

საგარეო ვაჭრობარედაქტირება

ექსპორტი — 0,2 მილიარდი დოლარი. 2008 წელს — ყავა, ჩაი, ტყავი, კალის მადანი.

ძირითადი მყიდველები: ჩინეთი — 9,1 %, ტაილანდი — 8,6 %, გერმანია — 7,3 %, აშშ — 4,5 %, ბელგია — 4,1 %.

იმპორტი — 0,8 მილიარდი დოლარი. საკვები პროდუქტები, სამრეწველო პროდუქცია, ნავთობპროდუქტები, ცემენტი და სამშენებლო მასალები.

ძირითადი მომწოდებლები: კენია — 15 %, უგანდა — 13,1 %, ჩინეთი — 6,2 %, ბელგია — 5,2 %, გერმანია — 4,5 %.

შედის საერთაშორისო ორგანიზაციაში — აფრიკის, კარიბის აუზის და წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნები.

ტრანსპორტირედაქტირება

ტრანსპორტი განვითარებულია მხოლოდ მსხვილ ადმინისტრაციულ ცენტრებში. რუანდაში არ არსებობს არანაირი სარელსო ტრანსპორტი — არც მეტრო, არც ტრამვაი და არც რკინიგზა.

განათლებარედაქტირება

სკოლამდელი და დაწყებითი განათლებარედაქტირება

სკოლამდელი განათლება უპირატესად კერძოა ბავშვებისათვის 2,5-დან 6 წლამდე, მაგრამ მთავრობა ამუშავებს და ამტკიცებს სწავლების სტანდარტებს. დაწყებითი განათლება უფასოა და სავალდებულოა ბავშვებისათვის 7-დან 13 წლამდე. სწავლების პირველი სამი წელი მიმდინარეობს კინიარუანდას ენაზე, შემდეგში მოსწავლე და მისი მშობლები თვითონ ირჩევენ სწავლების ენას (კინიარუანდა, ინგლისური ან ფრანგული).

საშუალო განათლებარედაქტირება

საშუალო განათლება გრძელდება 6 წელი და მთავრდება გამოცდებით.

პროფესიონალურ-ტექნიკური სწავლებარედაქტირება

ქვეყანაში არსებობს 22 სახელმწიფო და 16 კერძო ტექნიკური სკოლა, ასევე 6 ტექნიკუმი და 79 პროფესიონალური სწავლების ცენტრი.

უმაღლესი განათლებარედაქტირება

სტუდენტების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა 1995-2009 წლებში, მაგრამ შესაბამისი ასაკის ახალგაზრდობის უმაღლესი განათლების წილი 2005 წელს შეადგენდა მხოლოდ 3 %-ს. 1995-1996 წლებში რუანდაში იყო 3948 სტუდენტი (ყველა სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში), 2010 წელს კი სახელმწიფო და კერძო უმაღლეს სასწავლებლებში მათი რაოდენობა შეადგენდა 62 736 სტუდენტს. 2008 წელს სახელმწიფოს ფინანსური დახმარება მიიღო 15 710 სტუდენტმა. განათლება ორსაფეხურიანია — ბაკალავრიატი და მაგისტრატურა. სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლები ასევე გთავაზობენ დაჩქარებული პროგრამით 3 წელიწადში მიიღოთ ეროვნული დიპლომი ვეტერინარიაში, მედიცინაში, ტექნოლოგიაში და პედაგოგიკაში, რაც არ ედრება ბაკალავრიატს.

მეცნიერებარედაქტირება

რუანდაში, ქალაქ ბუტარაში მოქმედებს აგრონომიული კვლევების ინსტიტუტი (დაარსდა 1932 წელს) 6 ფილიალით ქვეყნის სხვა ქალაქებში, სამშვიდობო დიალოგის ინსტიტუტი (2002 წლიდან), ასევე სამეცნიერო მუშაობა, უპირატესად გამოყენებითი ხასიათის, მიმდინარეობს უმაღლესი სასწავლებლების დიდ ნაწილში.

არქიტექტურარედაქტირება

ხალხური სახლი უპირატესად მრგვალია. სახლების კარკასი შედგება თხელი ხის ძელებისგან, რომლებიც ერთმანეთზე გადაკვანძულია ტოტებით, ლელქაშით და ბალახით. საცხოვრებელის შიგნით თიხისგან გაკეთებული კედლები მოხატულია გეომეტრიული ორნამენტებით. შიდა სივრცის ზონირება ხდება ორნამენტებიანი ხალიჩების გამოყენებით.

ერთი ოჯახის ქოხი მდებარეობს დამოუკიდებლად, ეზოსთან ერთად, ბეღელის და „წინაპრების სულების“ ქოხის გვერდით. ეზო შემოფარგლულია.

დასახლება როგორც წესი მდებარეობს გორაკების წვერზე და ფერდოებზე.

თანამედროვე სახლები მართკუთხაა, აგურისგან აგებული, ორმაგ დაფერდებიანი კრამიტის სახურავით, ვერანდებით და ფანჯრებით.

ქალაქმშენებლობა ნაკლებადაა განვითარებული.

სქოლიორედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის აღწერა — geohive.com (2012 წელი). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-22. ციტირების თარიღი: 2015-06-06.
  2. 2.0 2.1 2.2 Booth, Janice; Briggs, Phillip (2006). Rwanda, 3, Bradt Travel Guides, გვ. 6. ISBN 978-1-84162-180-7. 
  3. Chrétien p44
  4. 4.0 4.1 Richburg, Keith B. (1998) Out of America: A Black Man Confronts Africa, San Diego, CA: Houghton Mifflin Harcourt, p. 102, ISBN 0-15-600583-2
  5. Chrétien p45
  6. Falola, Toyin and Atieno Odhiambo, E. S. (eds.) (2002) The challenges of history and leadership in Africa: the essays of Bethwell Allan Ogot Africa World Press, Trenton, New Jersey, p. 84, ISBN 1-59221-004-X
  7. Mamdani 61-62
  8. Select Committee on Northern Ireland Affairs Written Evidence. Parliament of the U.K. (2004-12-29). ციტირების თარიღი: 2007-08-26.
  9. International Boundary Study: Democratic Republic of the Congo (Zaire) -- Rwanda Boundary (PDF). Department of State, Washington, D.C., US (1965-06-15). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-09-16. ციტირების თარიღი: 2006-06-05.
  10. Newbury, David (1992). Kings and clans: Ijwi Island and the Lake Kivu Rift, 1780-1840. Madison: The University of Wisconsin Press, გვ. 239 & 270. ISBN 978-0-299-12894-4. ციტირების თარიღი: 10 December 2009. 
  11. Re-imagining Rwanda: Conflict, Survival and Disinformation in the Twentieth Century (PDF). School of Oriental and African Studies, University of England (Cambridge University Press) (2002-03-01). ციტირების თარიღი: 2006-06-05.
  12. Adam Curtis documentary All Watched Over by Machines of Loving Grace. BBC, episode 3.
  13. The Teaching of the History of Rwanda: A Participatory Approach (A Reference Book for Secondary Schools in Rwanda) (PDF). Ministry of Education, Science, Technology and Research, Kigali, Rwanda, and UC Berkeley Human Rights Center, Berkeley, US (2007-03-01). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-06-13. ციტირების თარიღი: 2007-06-05.
  14. Julius Nyerere: Lifelong Learning and Informal Education. infed (Informal Education website), London, UK (2007-05-27). ციტირების თარიღი: 2007-05-27.
  15. „the Lucky Mwami“. Time Magazine, Tampa, USA. 1965-10-29. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-12-09. ციტირების თარიღი: 2007-06-06.
  16. „Sense at the Summit“. Time Magazine, Tampa, USA. 1966-04-08. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-30. ციტირების თარიღი: 2007-06-06.
  17. „Timeline: Burundi“. BBC News. 30 October, 2008. ციტირების თარიღი: 30 April, 2009. ციტატა: „1993October - Tutsi soldiers assassinate Ndadaye“ შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  18. Shiffman, Ken (10 December, 2008). „As genocide raged, general's pleas for help ignored“. CNN. ციტირების თარიღი: 10 December 2009. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  19. Rwanda Civil War. GlobalSecurity.org, Alexandria, US (2005-04-27). ციტირების თარიღი: 2006-12-04.
  20. RWANDA, Un génocide made in France - Vidéo Dailymotion
  21. Benebikira Sisters Foundation. New England Association of Catholic Development Officers, Worcester, MA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-11-29. ციტირების თარიღი: 2007-06-04.
  22. Rwanda,Belgium to Sign Pacts. The New Times, Kigali (2007-04-17). ციტირების თარიღი: 2007-04-17.
  23. Belgium on Mission to Rebuild Rwanda. Daily Monitor, Kampala, Uganda (2007-06-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2005-12-21. ციტირების თარიღი: 2007-06-03.
  24. CHDI Overview. William J. Clinton Foundation, Little Rock, US (2007-06-14). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-05-21. ციტირების თარიღი: 2007-06-04.
  25. Rwanda / Inshuti Mu Buzima. Partners in Health, Boston, US (January 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-05-28. ციტირების თარიღი: 2007-06-04.
  26. Intimidation of Rwandan opposition parties must end|Amnesty International. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-11-11. ციტირების თარიღი: 2015-06-11.
  27. Rwanda: Allow Independent Autopsy of Opposition Politician|Human Rights Watch
  28. Pre-election attacks on Rwandan politicians and journalists condemned|Amnesty International. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-05-12. ციტირების თარიღი: 2015-06-11.
  29. 29.0 29.1 Christian Population as Percentages of Total Population by Country. The Pew Research Center's Religion and Public Life Project (12-19-2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-12-24. ციტირების თარიღი: 2013-08-15.
  30. The Future of the Global Muslim Population. Pew Research Center (January 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-02-11. ციტირების თარიღი: 2014-03-07.
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
🔥 Top keywords: გიორგი მამარდაშვილიმთავარი გვერდისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიხვიჩა კვარაცხელიაბუდუ ზივზივაძეევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიგიორგი ქოჩორაშვილივილი სანიოლისპეციალური:ძიებაგიორგი ჩაკვეტაძენიკა კვეკვესკირიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024ბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონიჯაბა კანკავადინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი)გიორგი მიქაუტაძეოქროს საწმისიზურიკო დავითაშვილისაქართველოსალონიკიკატეგორია:ქართული გვარებისაბერძნეთითბილისიგურამ კაშიაილია ჭავჭავაძედავით IV აღმაშენებელიემინემისაბერძნეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანიკარტოფილითამარ მეფევახტანგ I გორგასალილაშა დვალი26 მარტიგიორგი წიტაიშვილიდიდგორის ბრძოლაგერმანიალათინური ამერიკაქვეყნების სიაფეხბურთიპირველი მსოფლიო ომილიონელ მესიმსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიქართული დამწერლობაღირსების ორდენი (საქართველო)კაიროფეხბურთის წესებიილია თოფურიაშოთა რუსთაველიდორტმუნდი9 აპრილის ტრაგედიაგელზენკირხენიკახა კალაძეერეკლე IIკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებიალექსანდრე მაკედონელიმერაბ მამარდაშვილისულხან-საბა ორბელიანიზედსართავი სახელისაქართველოს სახელმწიფო დროშააფრიკანიკო ფიროსმანიფარნავაზ Iკრიშტიანუ რონალდუსაქართველოს სახელმწიფო ჰიმნიაზიავაჟა-ფშაველაძველი ეგვიპტეაფხაზეთიკატეგორია:ქართველი ფეხბურთელებითურქეთიაღდგომააკაკი წერეთელიევროპის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითსაქართველოს სახელმწიფო გერბიგიორგი ლორიამეორე მსოფლიო ომისოლომონ კვირკველიათურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიდედამიწავიტალი დარასელიაჩერნობილის კატასტროფაევროპაპორტუგალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისაქართველოს გეოგრაფიაოთარ კაკაბაძექუნთრუშასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირილევან შენგელიაუეფა-ს თასების მფლობელთა თასისვანეთიზმნადეზოქსირიბონუკლეინის მჟავაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2020საქართველოს დამოუკიდებლობის დღესაქართველოს ისტორიაექვთიმე თაყაიშვილიგიორგი V ბრწყინვალექაშვეთის ეკლესია