ოკეანე

ოკეანე, მსოფლიო ოკეანე („ოკიანე“ ფინიკიურად „უნაპირო“, ბერძნ. Okeanos — ოკეანე — დიდი მდინარე, რომელიც გარს აკრავს დედამიწას).

მსოფლიო ოკეანეები

ზოგადი ცნობებირედაქტირება

ოკეანე — დედამიწის ზედაპირის მომცვლელი უწყვეტი გარსი, რომელიც გარს აკრავს კონტინენტებსა და კუნძულებს; ახასიათებს მარილების ერთნაირი შედგენილობა. ოკეანე ჰიდროსფეროს უმეტესი (94%) ნაწილია და მოიცავს დედამიწის ზედაპირის 70,8%. ოკეანის ცნებაში ხშირად იგულისხმება წყლის მასის ქვეშ მდებარე დედამიწის ქერქიცა და მანტიაც. ოკეანის ცალკეულ ნაწილებში მკვეთრად განსხვავებული ფიზიკური, ქიმიური, ბიოლოგიური და გეოლოგიური პროცესები მიმდინარეობს. ოკეანის წყალი განუწყვეტლივ მოძრაობს და ურთიერთქმედებს ატმოსფეროსთან და ლითოსფეროსთან. ოკეანის სხვადასხვა ნაწილის რეჟიმი დაკავშირებულია ასტრონომიულ ფაქტორებთან და განედურ ზონალურობას ექვემდებარება. ატმოსფეროს ცირკულაციის თავისებურებები (ქარები) განაპირობებს მუდმივი და პერიოდული ოკეანური დინებების სისტემას, იწვევს ღელვას; მზისა და მთვარის მიზიდულობის ძალები — მოქცევას. ოკეანის წყალი მზისგან მიღებული სითბოს უზარმაზარი რეზერვუარია. დინებების მეშვეობით ამ სითბოს გადანაწილება მნიშვნელოვნად განაპირობებს ხმელეთის დიდი სივრცეების ჰავას.

ოკეანის საზღვრები და მოხაზულობა ყალიბდებოდა ხანგრძლივი დროის განმავლობაში დედამიწის ქერქის გეოლოგიური აგებულებისა და განვითარების ისტორიის შესაბამისად.

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქიდან მოყოლებული, ოკეანე დიდ როლს თამაშობს კაცობრიობისათვის როგორც სატრანსპორტო გზა, საკვები პროდუქტების, ენერგეტიკის, ქიმიური და მინერალური რესურსების წყარო.

ფსკერის გეოლოგიური აგებულება და რელიეფირედაქტირება

ოკეანის სიღრმეების განაწილებაზე ზოგად წარმოდგენას გვაძლევს ჰიფსოგრაფიული მრუდი, რომელიც გვიჩვენებს, რომ ფსკერის ფართობის უმეტესი ნაწილი (73,8%) 3-6 ათას მ სიღრმეზე მდებარეობს. კონტინენტებისა და ზოგიერთი დიდი კუნძულის უშუალო გაგრძელებაზე - კონტინენტის წყალქვეშა კიდეზე - რელიეფის თავისებურების მიხედვით გამოყოფენ შელფს, კონტინენტურ კალთას და კონტინენტის ძირს. ოკეანის ფსკერის ამ ნაწილში დედამიწის ქერქი კონტინენტურია: ტერიგენული ნალექების ფენა (2-3 კმ სისქისა შელფისა და კონტინენტის ძირზე) დალექილია სქელ „გრანიტულ“ ფენაზე, რელიეფი გართულია წყალქვეშა კანიონებით, მეწყრებითა და ნასხლეტებით. კონტინენტის ძირს უშუალოდ ებმის ოკეანის საგები, რომლის ქვეშ დედამიწის ქერქი უმთავრესად ოკეანურია, ხოლო რელიეფის დამახასიათებელი ფორმებია ვრცელი დანაწევრებული აბისალური ვაკეები (ძველი და თანამედროვე ვულკანური წარმონაქმნებით) და დედამიწის ქერქის გიგანტურ რღვევებთან დაკავშირებული ღრმა ზღვის ღარები. აღსანიშნავია აგრეთვე გლობალურად გავრცელებული შუაოკეანური ქედები და რიფტები. ღრმა ზღვის ღარები, კუნძულთა რკალები და მათ მიერ ოკეანისაგან გამოყოფილი განაპირა ზღვების ქვაბულები - ე. წ. გარდამავალი ზონა - დედამიწის ქერქის ტექტონიკურად ყველაზე უფრო აქტიური ნაწილია. გამოირჩევა მაღალი სეისმურობით, ვერტიკალური მოძრაობებისა და თანამედროვე ვულკანიზმის ინტენსიურობით. წყნარი ოკეანის ფსკერზე მდებარეობს აგრეთვე უდიდესი ვულკანური პლატოები, სადაც ბევრი ვულკანური კონუსი წყლის ზედაპირზეა ამოშვერილი, ბევრი წყლისქვეშაა და ზოგზე მარჯნის რიფებია დაშენებული. აქვეა ე. წ. გაიოტები - თავწაკვეთილი წყალქვეშა ვულკანური კონუსები, რომელთა წვერი, როგორც ვარაუდობენ, აბრაზიის შედეგად უნდა იყოს მობრტყელებული.

ოკეანის ფსკერი დაფარულია მცირე სისქის (ასეული მ) ნალექებით. თბილსა და ზომიერ ზონებში ფსკერული ნალექი შედგება უმთავრესად ცოცხალი ორგანიზმების ჩონჩხისა და ნიჟარებისაგან (გლობიგერინებიანი, პტეროპოდებიანი, დიატომეებიანი და სხვა ლამი), 4,5 ათას მ-ზე დაბლა ღრმა ზღვის წითელი თიხა (ქიმიურად გარდაქმნილი ვულკანური და წვრილი ტერიგენული მასალა). მაღალ განედებში ჭარბობს ტერიგენული ნალექი (ლამი), რომელშიც შერეულია აისბერგების მიერ მოტანილი მასალა (ქვის ნატეხები, ქვიშა). ნალექების დაგროვების სიჩქარე ათას წელიწადში რამდენიმე მილიმეტრია. აბისალური ვაკეები მდიდარია რკინა-მანგანუმიანი კონკრეციებით.

საერთაშორისო-სამართლებრივი რეჟიმირედაქტირება

ეს გლობალური ერთმანეთთან დაკავშირებული მლაშე წყალი, რომელსაც ასევე მსოფლიო ოკეანეს უწოდებენ, იყოფა კონტინენტებითა და არქიპელაგებით შემდეგ ნაწილებად: წყნარი ოკეანე, ატლანტის ოკეანე, ინდოეთის ოკეანე, ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანე და სამხრეთის ოკეანე

ოკეანის მცირე რეგიონები იწოდება ზღვებად, ყურეებად, სრუტეებად და სხვ.

🔥 Top keywords: გიორგი მამარდაშვილიმთავარი გვერდისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიხვიჩა კვარაცხელიაბუდუ ზივზივაძეევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიგიორგი ქოჩორაშვილივილი სანიოლისპეციალური:ძიებაგიორგი ჩაკვეტაძენიკა კვეკვესკირიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024ბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონიჯაბა კანკავადინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი)გიორგი მიქაუტაძეოქროს საწმისიზურიკო დავითაშვილისაქართველოსალონიკიკატეგორია:ქართული გვარებისაბერძნეთითბილისიგურამ კაშიაილია ჭავჭავაძედავით IV აღმაშენებელიემინემისაბერძნეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანიკარტოფილითამარ მეფევახტანგ I გორგასალილაშა დვალი26 მარტიგიორგი წიტაიშვილიდიდგორის ბრძოლაგერმანიალათინური ამერიკაქვეყნების სიაფეხბურთიპირველი მსოფლიო ომილიონელ მესიმსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიქართული დამწერლობაღირსების ორდენი (საქართველო)კაიროფეხბურთის წესებიილია თოფურიაშოთა რუსთაველიდორტმუნდი9 აპრილის ტრაგედიაგელზენკირხენიკახა კალაძეერეკლე IIკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებიალექსანდრე მაკედონელიმერაბ მამარდაშვილისულხან-საბა ორბელიანიზედსართავი სახელისაქართველოს სახელმწიფო დროშააფრიკანიკო ფიროსმანიფარნავაზ Iკრიშტიანუ რონალდუსაქართველოს სახელმწიფო ჰიმნიაზიავაჟა-ფშაველაძველი ეგვიპტეაფხაზეთიკატეგორია:ქართველი ფეხბურთელებითურქეთიაღდგომააკაკი წერეთელიევროპის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითსაქართველოს სახელმწიფო გერბიგიორგი ლორიამეორე მსოფლიო ომისოლომონ კვირკველიათურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიდედამიწავიტალი დარასელიაჩერნობილის კატასტროფაევროპაპორტუგალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისაქართველოს გეოგრაფიაოთარ კაკაბაძექუნთრუშასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირილევან შენგელიაუეფა-ს თასების მფლობელთა თასისვანეთიზმნადეზოქსირიბონუკლეინის მჟავაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2020საქართველოს დამოუკიდებლობის დღესაქართველოს ისტორიაექვთიმე თაყაიშვილიგიორგი V ბრწყინვალექაშვეთის ეკლესია