მაკედონია (საბერძნეთი)

ტერმინს „მაკედონია“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ მაკედონია (მრავალმნიშვნელოვანი).

მაკედონია (ბერძ. Μακεδονία) — საბერძნეთის გეოგრაფიული და ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში მდებარეობს. მაკედონია არის უდიდესი და მოსახლეობის რაოდენობით მეორე რეგიონი საბერძნეთში. მაკედონიას და დასავლეთ თრაკიას არაფორმალურად ხშირად ჩრდილოეთ საბერძნეთსაც უწოდებენ.

რეგიონი
მაკედონია
Μακεδονία
დროშაგერბი

ქვეყანა საბერძნეთის დროშა საბერძნეთი
ადმ. ცენტრი სალონიკი
კოორდინატები 40°45′00″ ჩ. გ. 22°53′59″ ა. გ. / 40.75000° ჩ. გ. 22.89972° ა. გ. / 40.75000; 22.89972
დაარსდა 1913
ფართობი 34,177 კმ² (1-ი) კმ²
მოსახლეობა 2,625,681 (მე-2) კაცი
სიმჭიდროვე 77/კმ² კაცი/კმ²
ოფიციალური საიტი mathra.gr

ეტიმოლოგიარედაქტირება

არსებობს მაკედონია დასახელების წარმოშობის რამდენიმე თეორია:

  1. ჰეროდოტეს მიხედვით, დორიელები და მაკედონიელები ორივე წარმოიშვნენ მაკედნოის ტომისგან. სახელი სავარაუდოდ მოდის დორიული არსებითი სახელიდან (μᾶκος, იკითხება როგორც მაკოსი და ნიშნავს მანძილს, სიგრძეს), ხოლო მისგან ნაწარმოები ზედსართავი სახელი (μακεδνός-მაკედონოსი) ნიშნავს მაღალს წვრილს, რაც სავარაუდოდ მაკედონელების წინაპრების ფიზიკური მონაცემებიდან უნდა წარმოდგებოდეს. ამ ზედსართავ სახელს იყენებენ ჰომეროსმა ოდისეაში მაღალი ვერხვის ხის აღწერისას და არისტოფანე მის კომედიაში ჩიტი, წარმოსახვითი ქალაქის ირგვლივ აშენებული მაღალი კედლის აღწერისას.
  2. მაკედონიის მხარემ დასახელება იქ მოსახლე ხალხისგან მიიღო. მათ თავის მხრივ დასახელება მაკედონისგან მიიღეს, რომელიც ჰესიოდეს მიხედვით ზევსის და ფიას (დევკალიონის ქალიშვილი) ვაჟიშვილი იყო. ზევსის შვილი და დევკალიონის შვილიშვილი, ყველა ბერძენის მითოლოგიურ წინაპარი.

ისტორიარედაქტირება

პრეისტორიარედაქტირება

ვლადიმერ გეორგიევის მიხედვით, მაკედონია პროტო-ბერძნული ტერიტორიის ნაწილი იყო.

ადამიანების პირველი ნამოსახლარები თრიღდება პალეოლითური პერიოდით. გვიან ნეოლითური პერიოდისთვის (ძველი წელთაღრიცხვის: 4500-3500 წლები) რეგიონში ვაჭრობა განვითრდა, რამაც სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთობების ცვლილებები გამოიწვია. ყველაზე მნიშვნელოვანი სპილენძის წარმოების დაწყება იყო.

ანტიკური ისტორიარედაქტირება

მაკედონიის გავრცობა ფილიპე II-ს გარდაცვალებამდე.

ჰეროდოტეს მიხხედვით, მაკედონიის ისტორია მაკედნოის ტომიდან იწყება. აქ ისინი ისეთ თრაკიულ ტომებთან ერთად ცხოვრობდნენ როგორებიც იყვნენ ბრიგები, რომლებმაც მოგვიანებით მაკედონია დატოვეს და მცირე აზიაში ანატოლიაში გადავიდნენ და გახდნენ ცნობილი როგორც ფრიგიელები. მაკედონიელების ნაწილი შეიჭრა სამხრეთ საბერძნეთში, როდესაც მათ მიაღწიეს პენეპოლისს უკვე ეწოდებოდათ დორიანელები. საუკუნეების განმავლობაში მაკედონიური ტომები დღევანდელი ცენტრალური მაკედონიის ტერიტორიაზე დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ჩამოყალიბდნენ, რომლებზეც ბერძნული პოლიტიკის გავლენა მინიმალური იყო. რეგიონის დანარჩენი ტერიტორიები ძირითადად ან თრაკიელი და ილირიული ტომებით იყო დასახლებული ან კიდევ წარმოადგენდნენ ბერძნული ქალაქების სანაპირო კოლონიებს. ჩრდილოეთით სახლობდა კიდევ ერთი ტომი რომელსაც პაეონიანები ეწოდებოდათ. ძველი წელთაღრიცხვის გვიანდელი VI და ადრეული V საუკუნის დროს, რეგიონი მოექცა სპარსელების მმართველობის ქვეშ. შემდგომ საუკუნეში მაკედონია იყო თრაკიელებისა და ილირიელების თავდასხმის ობიექტი. მაკედონის სამეფო ხელახლა ააღორძინა ფილიპე II-მ. მისი მკვლელობის შემდეგ მისმა ვაჟმა ალექსანდრემ მიიღო მისი ტახტი და შეიქმნა ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ადამიანად ისტორიაში.

ადგილობრივი მთავრობარედაქტირება

მაკედონია დაყოფილია სამ პერიფერიად და მოიცავს 13 პრეფექტურას (ბერძ. νομοί). მათგან ორი პრეფექტურა დრამა და კავალა არიან დრამა-კავალა-კსანტის სუპერ-პრეფექტურის ნაწილი. პრეფექტურები თავის მხრივ იყოფიან მუნიციპალიტეტებად. (ბერძ. δήμοι, იკითხება როგორც: დემოი). ისინი ექვემდებარებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს, ამვადროულად მაკედონია-თრაკიის სამინისტრო ახორციელებს რეგიონის ადმინისტრაციას..[1]

მაკედონია ესაზღვრება შემდეგ პერიფერიებს: თესალია, აღმოსავლეთ მაკედონია და თრაკია და ეპირუსი.

მაკედონიის სამი პერიფერია და ცამეტი პრეფაქტურაა:

მაკედონიის რუკანომერიპერიფერიებიდედაქალაქიფართობიმოსახლეობა
სულდასავლეთ მაკედონიაკოზანი9,451 კმ²301,522
1კასტორიას პრეფექტურაკასტორია1,720 კმ²53,483
2ფლორინას პრეფექტურაფლორინა1,924 კმ²54,768
3კოზანის პრფექტურაკოზანი3,516 კმ²155,324
4გრენევას პრეფექტურაგრენევა2,291 კმ²37,947
სულცენტრალური მაკედონიათესალონიკი18,811 კმ²1,871,952
5პელას პრეფექტურაედესა2,506 კმ²145,797
6იმატიას პრეფექტურავერია1,701 კმ²143,618
7პიერიას პრეფექტურაკატერინი1,516 კმ²129,846
8კილკისის პრეფექტურაკილკისი2,519 კმ²89,056
9თესალონიკის პრეფექტურათესალონიკი3,683 კმ²1,057,825
10ხალკიდიკის პრეფექტურაპოლიგიროსი2,918 კმ²104,894
11სერეს პრეფექტურასერესი3.968 კმ²200,916
სულაღმოსავლეთ მაკედონია (აღმოსავლეთ მაკედონიისა და თრაკიის ნაწილი)კავალა5,579 კმ²249,029
12დრამას პრეფექტურა (დრამა-კავალა-კსანტის სუპერ-პრეფექტურის ნაწილი)დრამა3,468 კმ²103,975
13კავალას პრეფექტურა (დრამა-კავალა-კსანტის სუპერ-პრეფექტურის ნაწილი)კავალა2,111 კმ²145,054
-აიონ-ოროსი (ათონის მთა)კარიესი336 კმ²2,262
სულმაკედონიათესალონიკი34,177 კმ²2,424,765[2]

მაკედონიის გეოგრეფიულლი ეგიონი ასევე მოიცავს აიონ-ოროსის (ათონის მთა), თუმცა იგი არ შედის მაკედონიის საზღვრებში. ის ექვემდარება კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელი ეკლესიას და აქვს სპეციალური სტატუსი: იქ ქალებს ეკრძალებათ მისვლა (ბერძნული კანონი ამ წესის დამრღვევს 12 თვიან ციხეს უსჯის);[3] ტერიტორიას აქვს თვით მმართველობა საბერძნეთის შემადგენლობაში. ევროპის კავშირმა გაითვალისწინა ეს სპეციალური სტატუსი. კონკრეტულად გადასახადებისგან განთავისუფლება და უფლებების დაცვა.[4][5]

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

ოფიციალური გვერდები
ზოგადი ინფორმაცია

სქოლიორედაქტირება

  1. The Role of the Ministry Greek. Greek Ministry of Macedonia and Thrace. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-05-13. ციტირების თარიღი: 2009-05-08.
  2. National Statistical Service of Greece. NSSG. www.statistics.gr (2001). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-02-27. ციტირების თარიღი: 2007-12-26.
  3. „European Parliament Adopts Report on Fundamental Rights in the EU – Mt Athos Status“. Embassy of Greece in the US. 5 September 2003. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-12. ციტირების თარიღი: 2009-05-08.
  4. Council of Europe, Structure and Operation of Local and Regional Democracy, 8.
  5. საბერძნეთის კონსტიტუცია, მუხლი 105 (1 იანვარი 1981).
🔥 Top keywords: გიორგი მამარდაშვილიმთავარი გვერდისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიხვიჩა კვარაცხელიაბუდუ ზივზივაძეევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიგიორგი ქოჩორაშვილივილი სანიოლისპეციალური:ძიებაგიორგი ჩაკვეტაძენიკა კვეკვესკირიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024ბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონიჯაბა კანკავადინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი)გიორგი მიქაუტაძეოქროს საწმისიზურიკო დავითაშვილისაქართველოსალონიკიკატეგორია:ქართული გვარებისაბერძნეთითბილისიგურამ კაშიაილია ჭავჭავაძედავით IV აღმაშენებელიემინემისაბერძნეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანიკარტოფილითამარ მეფევახტანგ I გორგასალილაშა დვალი26 მარტიგიორგი წიტაიშვილიდიდგორის ბრძოლაგერმანიალათინური ამერიკაქვეყნების სიაფეხბურთიპირველი მსოფლიო ომილიონელ მესიმსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიქართული დამწერლობაღირსების ორდენი (საქართველო)კაიროფეხბურთის წესებიილია თოფურიაშოთა რუსთაველიდორტმუნდი9 აპრილის ტრაგედიაგელზენკირხენიკახა კალაძეერეკლე IIკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებიალექსანდრე მაკედონელიმერაბ მამარდაშვილისულხან-საბა ორბელიანიზედსართავი სახელისაქართველოს სახელმწიფო დროშააფრიკანიკო ფიროსმანიფარნავაზ Iკრიშტიანუ რონალდუსაქართველოს სახელმწიფო ჰიმნიაზიავაჟა-ფშაველაძველი ეგვიპტეაფხაზეთიკატეგორია:ქართველი ფეხბურთელებითურქეთიაღდგომააკაკი წერეთელიევროპის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითსაქართველოს სახელმწიფო გერბიგიორგი ლორიამეორე მსოფლიო ომისოლომონ კვირკველიათურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიდედამიწავიტალი დარასელიაჩერნობილის კატასტროფაევროპაპორტუგალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისაქართველოს გეოგრაფიაოთარ კაკაბაძექუნთრუშასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირილევან შენგელიაუეფა-ს თასების მფლობელთა თასისვანეთიზმნადეზოქსირიბონუკლეინის მჟავაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2020საქართველოს დამოუკიდებლობის დღესაქართველოს ისტორიაექვთიმე თაყაიშვილიგიორგი V ბრწყინვალექაშვეთის ეკლესია