ლიხტენშტაინი

ლიხტენშტაინის სამთავრო (გერმ. Fürstentum Liechtenstein) — ჯუჯა, ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო (160 კმ²) დასავლეთ ევროპაში, ასოცირებული სახელმწიფო შვეიცარიასთან. ქვეყნის სახელწოდება წარმომდგარია მმართველი ლიხტენშტაინების დინასტიისგან.

ლიხტენშტაინის სამთავრო
Fürstentum Liechtenstein
ლიხტენშტაინი
ლიხტენშტაინის
დევიზი: Für Gott, Fürst und Vaterland
(ღმერთისთვის, მეფისთვის და სამშობლოსთვის)
ჰიმნი: Oben am jungen Rhein

ლიხტენშტაინის მდებარეობა
დედაქალაქივადუცი
47°08′ ჩ. გ. 9°31′ ა. გ. / 47.133° ჩ. გ. 9.517° ა. გ. / 47.133; 9.517
უდიდესი ქალაქი შაანი
ოფიციალური ენა გერმანული
მთავრობა საპარლამენტო დემოკრატია კონსტიტუციური მონარქია
 -  თავადი ჰანს ადამ II
 -  პრ.-მინისტრი ოტმარ ჰასლერი
ფართობი
 -  სულ 160,4 კმ2 (214-ე)
მოსახლეობა
 -  2007 შეფასებით 35 365 (204-ე)
 -  2000 აღწერა 33 307 
 -  სიმჭიდროვე 221 კაცი/კმ2 (52-ე)
მშპ (მუპ) 2001 შეფასებით
 -  სულ $1,786 მილიარდი (168-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $52 150 (36-ე)
ვალუტა შვეიცარიული ფრანკი (CHF)
დროის სარტყელი UTC+01:00
 -  ზაფხულის (DST) UTC+02:00 (UTC)
ქვეყნის კოდი LIE
Internet TLD .li
სატელეფონო კოდი 423

ისტორიარედაქტირება

ლიხტენშტაინი შელენბერგის სათავადოს და ვადუცის საგრაფოს გაერთიანებით შეიქმნა. ლიხტენშტაინების გვარი მეთორმეტე საუკუნიდან მოდის. 1608 წელს კარლ ფონ ლიხტენშტაინმა მიიღო თავადობა და ლიხტენშტაინის პირველი თავადი გახდა. კოალიციური ომის დროს 1799 წელს სათავადო ფრანგებმა, შემდეგ კი ავსტრიელებმა დაიპყრეს. ომის შემდეგ, 1806 წლის 12 ივლისს ლიხტენშტაინმა დამოუკიდებლობა მიიღო. 1862 წელს თავადმა იოჰან მეორემ მოაწერა ხელი კონსტიტუციური მონარქიის გამოცხადებას. სწორედ ამ დროს აირჩიეს პირველი ლანდტაგი.

გეოგრაფიარედაქტირება

ლიხტენშტაინი

ლიხტენშტაინის სამთავრო სუვერენული ქვეყანაა. იგი მდებარეობს ავსტრიასა და შვეიცარიას შორის, მდინარე რაინის ნაპირთან. ლიხტენშტაინის დედაქალაქია ვადუცი, უდიდესი ქალაქი - შაანი. ქვეყანას არ აქვს ზღვაზე გასასვლელი, ამასთან იგი ერთადერთი ასეთი ქვეყანაა, რომელსაც არ ესაზღვრება არც ერთი საზღვაო ქვეყანა. ლიხტენშტაინი ჯუჯა სახელმწიფოა და მისი ფართობი 160,48 კმ²–ია. საზღვრის სიგრძეა 76,6 კმ. ტერიტორია შეიცავს როგორც ვაკეს, აგრეთვე ალპებს. ყველაზე მაღალი მთა არის გრაუშპიცი - 2599 მ. ქვეყანაში ორი მდინარეა - რაინი და ზამინა. ქვეყნის მაქსიმალური სიგრძეა 24,56 კმ, სიგანე - 12,36 კმ. ერთადერთი ტბა ლიხტენშტაინში არის გამპრინერ ზეელე (გერმ. das Gampriner Seele), რომელიც 1927 წელს მდინარე რაინის ადიდების შედეგად წარმოიქმნა.

ჰავარედაქტირება

მთიანი რელიეფის მიუხედავად, ლიხტენშტაინში არ არის მკაცრი ჰავა. უბერავს ტყის თბილი ქარი, რის შედეგადაც ვეგეტაციის პერიოდი გასაფხულსა და შემოდგომაზე იზრდება. ნალექები 900 მილიმეტრიდან 1200 მმ-მდე მერყეობს, ხოლო ალპურ ზონაში 1900 მმ-ს აღწევს. ზამთარში ტემპერატურა -15 გრადუსამდე დადის, ხოლო ზაფხულში 20-28 გრადუსებს შორის მერყეობს.

სახელმწიფორედაქტირება

ლიხტენშტაინში კონსტიტუციური მონარქიაა, რაც დაფუძნებულია დემოკრატიულ პარლამენტზე. სახელმწიფო ენა გერმანულია, ვალუტა - შვეიცარიული ფრანკი. 1989 წლიდან სახელმწიფოს მეთაური არის თავადი Hans Adam II. von und zu Liechtenstein. სახელმწიფო საქმეებს 2004 წლიდან მეთაურობს მემკვიდრე პრინცი Alois von und zu Liechtenstein. საკანონმდებლო ორგანო, ერთპალატიანი ლიხტენშტაინის ლანდტაგი, შედგება 25 დეპუტატისგან, რომელსაც ირჩევს ხალხი 4 წელიწადში ერთხელ. აღმასრულებელ ხელისუფლებას წარმოადგენს მთავრობის მეთაური და 4 საბჭო. ქვეყნის მეთაურს შეუძლია მთავრობის და პარლამენტის დათხოვნა. სასამართლო ხელისუფლება შედგება უზენაესი სასამართლოს 5 მოსამართლისგან. მათ ნიშნავს თავადებისგან შემგარი ორგანო. 1868 წლიდან სათავადოს არ ჰყავს ჯარი. ქვეყნის შიდა უსაფრთხოებას კი პოლიცია იცავს. ლიხტენშტაინის საელჩოებია ვენაში, ბერნში, ბერლინში, ბრიუსელში, სტრასბურგში, ვაშინგტონში და ნიუ იორკში (გაერო). ადმინისტრაციული დაყოფა - 2 ისტორიული რეგიონი - ობერლანდი (ცენტრი ვადუცი) და უნტერლანდი (ცენტრი შელენბერგი). ამას გარდა ქვეყანა 11 ეპარქიად იყოფა.

დემოგრაფიარედაქტირება

მოსახლეობის დაახლოებით ორი მესამედი არის ლიხტენშტაინელი, ერთი მეხუთედი ნაწილი გერმანულენოვანი ქვეყნების წარმომადგენელია (ავსტრია, შვეიცარია, გერმანია), დანარჩენი მოსახლეობა არის იტალიელი, იუგოსლაველი, თურქი და სხვა. 2008 წლის მონაცემებით, ლიხტენშტაინში ცხოვრობს 35 375 ადამიანი. მოსახლეობის სიმჭიდროვეა 215 მაცხოვრებელი კვადრატულ კილომეტრზე. მოსახლეობის 88 % ქრისტიანია, მათ შორის 78,4 % კათოლიკე, 7,9 % ევანგელისტი, 1,1 % მართლმადიდებელი. მოსახლეობის 4,8 % მუსულმანია, აგრეთვე ქვეყანაში ცხოვრობს 66 ბუდისტი, 35 იეჰოვას მოწმე და 26 იუდეველი. სახელმწიფო ენა - გერმანული. გავრცელებულია გერმანულის ენის ალემანური დიალექტი. რელიგია - კათოლიციზმი. დედაქალაქი - ვადუცი (5,3 ათასი). ქალაქები - შაანი (5,7), ტრიზენი (4,7).

ეკონომიკარედაქტირება

ლიხნტეშტაინში, მცირე ფართობის და ღარიბი რესურსების მიუხედავად, ეკონომიკის დონე ძალიან მაღალია. ქვეყანაში გაცილებით მეტი კომპანიაა, ვიდრე მაცხოვრებელი. ქვეყანაში წელიწადში 1.786 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია იწარმოება და საშუალოდ 25 000 დოლარი მოდის ერთ სულ მოსახლეზე. ინდუსტრიულ სექტორში ცნობილი ფირმებია Hilti (საბურღი ტექნიკა); Ivoclar Vivadent (სტომატოლოგიური ტექნიკა); Hoval (გათბობის და ვენტილაციის სისტემები); Ospelt-Gruppe და Halicona (საკვები პროდუქტები); Neutrik (ელექტროტექნიკა) და სხვა. განვითარებულია მეტალურგია, ზუსტი მანქანათმშენებლობა, ოპტიკა, ვაკუუმ-ტექნიკა, ტექსტილის, კერამიკის წარმოება, ფარმაცეპტიკა. სოფლის მეურნეობაში გავრცელებულია მეცხოველეობა (ძირითადად რძის პროდუქტები), მოჰყავთ მარცვლეული კულტურა, კარტოფილი, ბოსტნეული. აგრეთვე განვითარებულია მებაღეობა, გაშენებულია ვენახები და წურავენ ღვინოს. ლიხტენშტაინის მოსახლეობა არ აკმაყოფილებს მოთხოვნას მუშა ხელზე. ამიტომ სამუშაოდ დადიან აგრეთვე მეზობელი ავსტრიიდან და შვეიცარიიდან.

ტრანსპორტირედაქტირება

ლიხტენშტაინში არის 140 კმ სიგრძის ასფალტის საფარი, მაგრამ არ არის ავტობანი. იგი არის მხოლოდ მდინარე რაინის მარცხენა სანაპიროსთან, საიდანაც 5 ადგილას შეიძლება ქვეყანაში გადახვევა. საგზაო ნიშნები და წესები, ზოგი გამონაკლისის გარდა, ემთხვევა შვეიცარიისას. რკინიგზა გაყვანილია 9,5 კილომეტრზე ბუქსიდან ფელდკირჰამდე. მას „ავსტრიის ფედერალური რკინიგზა“ ემსახურება. ავტობუსები დადის როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მეზობელი ქვეყნების მიმართულებით. ბალცერსში მოქმედებს კერძო აეროდრომი შვეულმფრენების ჩარტერული რეისებისთვის.

კომუნიკაციარედაქტირება

ლიხტენშტაინის ფოსტა მიბმულია შვეიცარიასთან, თუმცა აქვს საკუთარი ფოსტის შენობა და საფოსტო მარკები. რამდენიმე წელია ქვეყანას აქვს საკუთარი სატელეფონო კოდი. არის 19 ათასი სტაციონარული ტელეფონი, 12 ათასი მობილური ოპერატორის აბონენტი და 20 ათასი ინტერნეტის მომხმარებელი.

ტურიზმირედაქტირება

ლიხტენშტაინის ტერიტორიაზე ალპების მდებარეობის გამო, ტურიზმის ძირითად წყაროს სამთო-სათხილამურო კურორტები წარმოადგენს. ასეთი კურორტია მალბუნი. არის სათხილამურო სკოლები. ზაფხულში სპეციალური სააგენტოები ორგანიზებას უწევს ექსკურსიებს. ქვეყანაში არის რამდენიმე ციხესიმაგრე (ვადუცის, გუთენბერგის), იმართება მუსიკალური და თეატრალური ღონისძიებები. აღსანიშნავია აგრეთვე ხელოვნების მუზეუმი, ლიხტენშტაინის სახელმწიფო მუზეუმი და თეატრი „Theater am Kirchplatz“.

მემკვიდრეობარედაქტირება

საფოსტო მარკების მუზეუმი, სამთავრო ციხე-სიმაგრე (XVI ს.), XIV ს-ის ტაძარი.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
🔥 Top keywords: გიორგი მამარდაშვილიმთავარი გვერდისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიხვიჩა კვარაცხელიაბუდუ ზივზივაძეევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიგიორგი ქოჩორაშვილივილი სანიოლისპეციალური:ძიებაგიორგი ჩაკვეტაძენიკა კვეკვესკირიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024ბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონიჯაბა კანკავადინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი)გიორგი მიქაუტაძეოქროს საწმისიზურიკო დავითაშვილისაქართველოსალონიკიკატეგორია:ქართული გვარებისაბერძნეთითბილისიგურამ კაშიაილია ჭავჭავაძედავით IV აღმაშენებელიემინემისაბერძნეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანიკარტოფილითამარ მეფევახტანგ I გორგასალილაშა დვალი26 მარტიგიორგი წიტაიშვილიდიდგორის ბრძოლაგერმანიალათინური ამერიკაქვეყნების სიაფეხბურთიპირველი მსოფლიო ომილიონელ მესიმსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიქართული დამწერლობაღირსების ორდენი (საქართველო)კაიროფეხბურთის წესებიილია თოფურიაშოთა რუსთაველიდორტმუნდი9 აპრილის ტრაგედიაგელზენკირხენიკახა კალაძეერეკლე IIკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებიალექსანდრე მაკედონელიმერაბ მამარდაშვილისულხან-საბა ორბელიანიზედსართავი სახელისაქართველოს სახელმწიფო დროშააფრიკანიკო ფიროსმანიფარნავაზ Iკრიშტიანუ რონალდუსაქართველოს სახელმწიფო ჰიმნიაზიავაჟა-ფშაველაძველი ეგვიპტეაფხაზეთიკატეგორია:ქართველი ფეხბურთელებითურქეთიაღდგომააკაკი წერეთელიევროპის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითსაქართველოს სახელმწიფო გერბიგიორგი ლორიამეორე მსოფლიო ომისოლომონ კვირკველიათურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიდედამიწავიტალი დარასელიაჩერნობილის კატასტროფაევროპაპორტუგალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისაქართველოს გეოგრაფიაოთარ კაკაბაძექუნთრუშასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირილევან შენგელიაუეფა-ს თასების მფლობელთა თასისვანეთიზმნადეზოქსირიბონუკლეინის მჟავაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2020საქართველოს დამოუკიდებლობის დღესაქართველოს ისტორიაექვთიმე თაყაიშვილიგიორგი V ბრწყინვალექაშვეთის ეკლესია