თურქეთ-სირიის მიწისძვრები (2023)

თურქეთ-სირიის მიწისძვრები (თურქ. 2023 Gaziantep-Kahramanmaraş depremleri) — ორი მძლავრი მიწისძვრა 2023 წლის 6 თებერვალს თურქეთის სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილში.

პირველი მიწისძვრა, რომელსაც თურქეთსა და სირიაში მასშტაბური ნგრევა მოყვა, ქალაქ გაზიანთეფის მახლობლად, დილის 04:17 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრა მიწისძვრის ინტენსიურობის მერკალის სკალით შეფასდა, როგორც IX დონის („მრისხანე“), მისი სიმძლავრე 7,8 მაგნიტუდა იყო. მიწისძვრა თურქეთში დაფიქსირებულთა შორის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია (1939 წლის ერზინჯანის მიწისძვრასთან ერთად), თუმცა სავარაუდოა, რომ 1668 წლის ანატოლიის მიწისძვრა კიდევ უფრო მძლავრი იყო.[1][2][3] მიწისძვრას მოყვა უამრავი აფტერშოკი, რომელთა შორის ყველაზე ძლიერი 6,7 მაგნიტუდისა იყო. მეორე მიწისძვრა დაფიქსირდა პირველის შემდეგ 9 საათში, თურქეთის დროით 13:24 საათზე; მეორე მიწისძვრა მერკალის სკალით შეფასდა, როგორც IX დონის („მრისხანე“), მისი სიმძლავრე კი 7,5 მაგნიტუდა იყო. მიწისძვრების შედეგად დაიღუპა 7 800 ადამიანზე მეტი, ხოლო დაშავდა — 34 000-ზე მეტი.[4]

მიწისძვრის შედეგებზე რეაგირების სამუშაოებში ჩართვის მიზნით საქართველოდან გაიგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების 60 მეხანძრე-მაშველი, ასევე შესაბამისი სამაშველო აღჭურვილობა და ტექნიკა. ქართველი მეხანძრე-მაშველების ჯგუფი, რომელიც თურქეთში გაემგზავრა, დაკომპლექტებულია მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებების განხორციელების მიმართულებით გადამზადებული მეხანძრე-მაშველებით.[5]

სქოლიორედაქტირება

  1. Manih, Niha. (5 February 2023) Quake could be 'largest' ever in the region, one expert says. The Washington Post. ციტირების თარიღი: February 5, 2023
  2. https://www.bbc.com/news/world-europe-64533851
  3. „Timeline: Turkey hit by most devastating earthquake since 1999“. Al Jazeera. 6 February 2023. ციტირების თარიღი: February 6, 2023.
  4. თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 7 800-ს გადააჭარბა ka (2023-02-08). ციტირების თარიღი: 2023-02-08
  5. შსს. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-02-06. ციტირების თარიღი: 2023-02-06.
🔥 Top keywords: გიორგი მამარდაშვილიმთავარი გვერდისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიხვიჩა კვარაცხელიაბუდუ ზივზივაძეევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიგიორგი ქოჩორაშვილივილი სანიოლისპეციალური:ძიებაგიორგი ჩაკვეტაძენიკა კვეკვესკირიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024ბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონიჯაბა კანკავადინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი)გიორგი მიქაუტაძეოქროს საწმისიზურიკო დავითაშვილისაქართველოსალონიკიკატეგორია:ქართული გვარებისაბერძნეთითბილისიგურამ კაშიაილია ჭავჭავაძედავით IV აღმაშენებელიემინემისაბერძნეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანიკარტოფილითამარ მეფევახტანგ I გორგასალილაშა დვალი26 მარტიგიორგი წიტაიშვილიდიდგორის ბრძოლაგერმანიალათინური ამერიკაქვეყნების სიაფეხბურთიპირველი მსოფლიო ომილიონელ მესიმსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიქართული დამწერლობაღირსების ორდენი (საქართველო)კაიროფეხბურთის წესებიილია თოფურიაშოთა რუსთაველიდორტმუნდი9 აპრილის ტრაგედიაგელზენკირხენიკახა კალაძეერეკლე IIკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებიალექსანდრე მაკედონელიმერაბ მამარდაშვილისულხან-საბა ორბელიანიზედსართავი სახელისაქართველოს სახელმწიფო დროშააფრიკანიკო ფიროსმანიფარნავაზ Iკრიშტიანუ რონალდუსაქართველოს სახელმწიფო ჰიმნიაზიავაჟა-ფშაველაძველი ეგვიპტეაფხაზეთიკატეგორია:ქართველი ფეხბურთელებითურქეთიაღდგომააკაკი წერეთელიევროპის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითსაქართველოს სახელმწიფო გერბიგიორგი ლორიამეორე მსოფლიო ომისოლომონ კვირკველიათურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიდედამიწავიტალი დარასელიაჩერნობილის კატასტროფაევროპაპორტუგალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისაქართველოს გეოგრაფიაოთარ კაკაბაძექუნთრუშასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირილევან შენგელიაუეფა-ს თასების მფლობელთა თასისვანეთიზმნადეზოქსირიბონუკლეინის მჟავაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2020საქართველოს დამოუკიდებლობის დღესაქართველოს ისტორიაექვთიმე თაყაიშვილიგიორგი V ბრწყინვალექაშვეთის ეკლესია