ალენ დელონი

ფრანგი მსახიობი

ალენ დელონი (დ. 8 ნოემბერი, 1935, სო, საფრანგეთი) — ფრანგი მსახიობი, პროდიუსერი, რეჟისორი და სცენარისტი. გარდა ამისა, იგი არის კოლექციონერი, გატაცებულია დოღით, ორგანიზატორია კრივის ჩემპიონატის. 1999 წლიდან ორმაგი მოქალაქეობა აქვს: საფრანგეთისა და შვეიცარიის. ალენ დელონი კინომატოგრაფიის ისტორიაში შევიდა როგორც ლამაზი, მეამბოხე, ენიგმატური და ფატალური მამაკაცი.

ალენ დელონი
დაბადების სახელი ალენ ფაბიენ მორის მარსელ დელონი
დაბადების თარიღი 8 ნოემბერი, 1935 (1935-11-08) (88 წლის)
სო, საფრანგეთი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1957–2012
სეზარი საუკეთესო მსახიობი კაცი
1984 — ჩვენი ისტორია
საიტი

ბიოგრაფიარედაქტირება

ალენის მამა, კორსიკელი ფაბიენ დელონი ო-დე-სენის ქალაქ სოში პატარა კინოთეატრის მმართველი იყო, დედა, ედიტი კი — ფარმაცევტი. 1939 წელს მშობლები განქორწინდებიან და პატარა ალენს ჯერ ერთი ოჯახი იშვილებს, შემდეგ კი სენ-ნიკოლა დ'ინის კათოლიკურ პანსიონში მიაბარებენ, სადაც მთელ ახალგაზრდობას ატარებს. იგი მეამბოხე და უდისციპლინო ბავშვია, რის გამოც სკოლიდან 6-ჯერ გააგდებენ. მალე ალენის დედა მეორედ გათხოვდება პოლ ბულონზე, რომელიც ძეხვეულის ფაბრიკაში მუშაობს. ალენი მამინაცვლის პროფესიას ეუფლება და მოგვიანებით მის საქმიანობას აგრძელებს, თუმცა ეს საერთოდ არ ხიბლავს.

1953 წელს ალენი სამხედრო სამსახურში მიდის და ინდოჩინეთის ომში იღებს მონაწილეობას. სამი წლის შემდეგ, საფრანგეთში დაბრუნებული იძულებულია წვრილი სამუშაოები შეასრულოს საარსებო თანხის საშოვნელად. მალე იგი ხვდება ჟან-კლოდ ბრიალის, რომელიც მიიპატიჟებს კანის საერთაშორისო ფილმების ფესტივალზე. აქ განსაკუთრებულად ლამაზი გარეგნობის ახალგაზრდას მალევე ამჩნევენ. იგი რამდენიმე სასინჯ ჩვენებას გაივლის და ადვილად შეაღწევს კინემატოგრაფიის სამყაროში ყოველგვარი პროფესიული განათლების გარეშე.

1957 წელს გამოდის მისი პირველი ფილმი, ივ ალეგრეს „როცა ქალი ერევა“, რასაც ძალიან დიდი წარმატება მოჰყვება მთელს ევროპაში. ამის შემდეგ დელონის კარიერა სწრაფად ვითარდება, მასთან თანამშრომლობენ ცნობილი ევროპელი და ამერიკელი რეჟისორები. 1958 წელს, „კრისტინას“ გადაღების დროს ალენ დელონი გაიცნობს რომი შნაიდერს. ალენი ამ დროს 23 წლისაა, რომი — 20-ის. მათ ერთმანეთი შეუყვარდებათ და 1959 წლის 22 მარტს დაინიშნებიან. მათი წყვილი მშვენიერების, ახალგაზრდობისა და წარმატების განსახიერებად იქცევა შოუ-ბიზნესის სფეროში.

1960 წელს დელონი თამაშობს ლუკინო ვისკონტის ფილმში, „როკო და მისი ძმები“, რომელიც ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის სპეციალურ პრიზს დაიმსახურებს. 1964 წელს დელონი შორდება რომი შნაიდერს და ცოლად ირთავს მსახიობ ნატალი კანოვას, რომელთანაც შეეძინება ვაჟიშვილი, ანტონი. 1967 წელს ალენი და ნატალი დელონები ერთად მონაწილეობენ ჟან-პიერ მელვილის ფილმში „სამურაი“. 1968 წელს, „ჟეფის“ გადაღების დროს ალენს შეუყვარდება მირეი დარკი და გაცილდება ცოლს.

1974 წელს ორგანიზებას უკეთებს საფრანგეთში კრივში საერთაშორისო ჩემპიონატს. ამავე პერიოდში აგებს თავლას დოღის ცხენების მოსაშენებლად და იღებს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს ჯირითში. 1978 წელს დელონი იწყებს თავისი სახელობის სუნამოს, შამპანურის, კონიაკის, მაჯის საათების, სათვალეების, სიგარეტის, ტანსაცმლისა და აქსესუარების გამოშვებას ჟენევაში. ამ წამოწყებას მსახიობისთვის უზარმაზარი შემოსავალი მოაქვს. მალე დელონი შვეიცარიაში სახლდება და მოქალაქეობასაც იღებს.

1987 წელს დელონი ცოლად ირთავს ნიდერლანდელ მანეკენს, როზანი ვან ბრიმენს, რომელთანაც 1990 წელს შეეძინება ქალიშვილი, ანუშკა და 1994 წელს - ვაჟიშვილი, ალენ-ფაბიენი. 2001 წელს ფოტოგრაფი კრისტიან აარონ ბულონი გამოსცემს მოგონებების წიგნს „სიყვარული არასოდეს ივიწყებს“, სადაც ამტკიცებს, რომ იგი ალენ დელონის არაღიარებული შვილია. მომდევნო წელს როზალი ვან ბრემენი ალენ დელონს მიატოვებს, რასაც 67 წლის მსახიობი მწვავედ განიცდის.

2003 წელს კლაუდია კარდინალე მას მარაქეშის საერთაშორისო ფილმების ფესტივალზე „ოქროს ვარსკვლავს“ გადასცემს, ორი წლის შემდეგ კი ჟაკ შირაკი საპატიო ლეგიონის ორდენს მიანიჭებს მსოფლიო კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის. 1999 წელს ჟურნალ „FORBEES“-ის გამოკითხვით საუკუნის მამაკაცად აღიარეს.

ფილმოგრაფიარედაქტირება

წელიქართულადმშობლიური სახელწოდებაროლი
1957 როცა ქალი ერევა Quand la femme s'en mêleჟო
1958 იყავი ლამაზი და გაჩუმდი Sois belle et tais-toiლულუ
1962 კრისტინა Christineფრანც ლობჰაინერი
1959 სუსტი ქალები Faibles femmesჟულიენ ფენალი
1959 მოსწავლეთა გზა Le chemin des écoliersანტონ მიკუ
1960 როკო და მისი ძმები Rocco e i suoi fratelliროკო პარონდი
1960 თაკარა მზე Plein Soleilტომ რიპლი
1961 რა სასიხარულოა ცხოვრება Che gioia vivereულისე
1961 ცნობილი სიყვარულები Les Amours célèbresპრინცი ალბერტი
1961 დაბნელება Eclipseპიერო
1962 ეშმაკი და ათი მცნება Le diable et les dix commandementsპიერ მესაჟე
1963 ლეოპარდი Il Gattopardoტანკრედი
1963 შავი ტიტა La Tulipe noireგიიომი
1963 მელოდია სარდაფიდან Mélodie en sous-solფრანსისი
1964 დაუმორჩილებელი L'Insoumisთომას ვლასენროტი
1964 ყვითელი როლს-როისი The Yellow Rolls-Royceსტეფანო
1965 მკვლელები სან-ფრანცისკოდან Once a Thiefედი პედაკი
1965 პარიზი იწვის? Paris brûle-t-il?ჟაკ შაბან-დელმა
1966 ტეხასო, აი ჩვენც! Texas nous voilàდონ ბალდაზარი
1966 ცენტურიონები Lost Commandკაპიტანი ფილიპი
1967 თავგადასავლების მაძიებლები The Last Adventureმანიუ
1967 სამურაი Le Samouraïჯეფ კოსტელო
1968 მშვიდობით, მეგობარო Adieu l'amiდინო ბარანი
1968 მოტოციკლეტი La Motocycletteდენიელი
1968 აუზი La Piscineჟან-პოლი
1969 ჟეფი Jeffლორენი
1969 სიცილიური კლანი Le Clan des Siciliensროჟე სარტე
1970 მედლი Madlyჟულიენ დანდიუ
1970 ბორსალინო Borsalinoროკო ზიფრედი
1970 წითელი წრე Le Cercle rougeკორეი
1971 წითელი მზე Soleil Rougeგაუჩე
1971 ტროცკის მკვლელობა The Assassination of Trotskyფრენკ ჯეკსონი
1971 ქვრივი კუდერკი La Veuve Coudercჟან ლავინი
1971 პოლიციელი Un flicედუარდ კოლემანი
1972 პროფესორი La prima notte di quieteდანიელ დომინიკი
1973 შოკის მკურნალობა Traitement de chocდოქტორ დევილერსი
1973 ტონი არცენტა Tony Arzentaტონი არცენტა
1973 სკორპიო Scorpioჟან ლაურიე
1973 დამწვარი საკუჭნაოები Les Granges brûléesმოსამართლე ლარშერი
1973 ღმერთების რასა La Race des seigneursჟულიენ დანდიუ
1973 ორნი ქალაქში Deux hommes dans la villeჯინო სტრაბილი
1974 ბორსალინო და კომპანია Borsalino & Co.როკო ზიფრედი
1975 ზორო Zorroზორო
1975 ბოშა Le Gitanჰუგო სენატი
1975 პოლიციელის ისტორია Flic Storyროჯერ ბორნიშე
1976 ბუმერანგივით Comme un boomerangჟაკ ბატკინი
1976 არმაგედონი Armaguedonმაიკლ ამბროიზი
1976 ბატონი კლეინი Monsieur Kleinრობერტ კლეინი
1977 აჩქარებული ადამიანი L'Homme presséპიერ ნიო
1977 გაიძვერას სიკვდილი Mort d’un pourriქსავიე მარეშალი
1977 განგი Le Gangრობერტი
1978 ფრთხილად, ბავშვები გვიყურებენ Attention, les enfants regardentკაცი
1979 აეროპორტი 79 კონკორდი The Concorde… Airport '79პოლ მეტრანი
1979 სამხედრო ექიმი Le Toubibჟან-მარი დესპრი
1980 თეირანი-43 Teheran 43. Nid d'espionsინსპექტორი ფოში
1980 სამი ზედმეტია Trois Hommes à abattreმიშელ ჟერფო
1981 პოლიციელის ტყავისთვის Pour la peau d'un flicჩუკასი
1982 შოკი Le chocმარტინ ტერიე
1983 სვანის სიყვარული Un amour de Swannბარონი დე შარლიუ
1984 ჩვენი ისტორია Notre histoireრობერტ ავრანში
1985 პოლიციელის სიტყვა Parole de flicდენიელ პრატი
1986 პასაჟი Le Passageჟან დიაზი
1988 ნუ გააღვიძებ მძინარე პოლიციელს Ne réveillez pas un flic qui dortკომისარი ეჯენ გრინელი
1990 ახალი ტალღა Nouvelle Vagueლენოქსი
1992 კაზანოვას დაბრუნება Le Retour de Casanovaკაზანოვა
1992 კრიმინალი Un Crimeჩარლ დურანი
1995 სიმონ სინემას ას ერთი ღამე Les cent et une nuits de Simon Cinémaკამეო
1996 დღე და ღამე Le Jour et la nuitალექსანდრე
1997 ორიდან ერთი შანსი Une chance sur deuxჟულიენ ვინალი
1999 მსახიობები Les Acteursკამეო
2008 ასტერიქსი ოლიმპიურ თამაშებზე Astérix aux Jeux Olympiquesიულიუს კეისარი

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:


🔥 Top keywords: გიორგი მამარდაშვილიმთავარი გვერდისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიხვიჩა კვარაცხელიაბუდუ ზივზივაძეევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიგიორგი ქოჩორაშვილივილი სანიოლისპეციალური:ძიებაგიორგი ჩაკვეტაძენიკა კვეკვესკირიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024ბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონიჯაბა კანკავადინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი)გიორგი მიქაუტაძეოქროს საწმისიზურიკო დავითაშვილისაქართველოსალონიკიკატეგორია:ქართული გვარებისაბერძნეთითბილისიგურამ კაშიაილია ჭავჭავაძედავით IV აღმაშენებელიემინემისაბერძნეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანიკარტოფილითამარ მეფევახტანგ I გორგასალილაშა დვალი26 მარტიგიორგი წიტაიშვილიდიდგორის ბრძოლაგერმანიალათინური ამერიკაქვეყნების სიაფეხბურთიპირველი მსოფლიო ომილიონელ მესიმსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიქართული დამწერლობაღირსების ორდენი (საქართველო)კაიროფეხბურთის წესებიილია თოფურიაშოთა რუსთაველიდორტმუნდი9 აპრილის ტრაგედიაგელზენკირხენიკახა კალაძეერეკლე IIკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებიალექსანდრე მაკედონელიმერაბ მამარდაშვილისულხან-საბა ორბელიანიზედსართავი სახელისაქართველოს სახელმწიფო დროშააფრიკანიკო ფიროსმანიფარნავაზ Iკრიშტიანუ რონალდუსაქართველოს სახელმწიფო ჰიმნიაზიავაჟა-ფშაველაძველი ეგვიპტეაფხაზეთიკატეგორია:ქართველი ფეხბურთელებითურქეთიაღდგომააკაკი წერეთელიევროპის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითსაქართველოს სახელმწიფო გერბიგიორგი ლორიამეორე მსოფლიო ომისოლომონ კვირკველიათურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიდედამიწავიტალი დარასელიაჩერნობილის კატასტროფაევროპაპორტუგალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისაქართველოს გეოგრაფიაოთარ კაკაბაძექუნთრუშასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირილევან შენგელიაუეფა-ს თასების მფლობელთა თასისვანეთიზმნადეზოქსირიბონუკლეინის მჟავაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2020საქართველოს დამოუკიდებლობის დღესაქართველოს ისტორიაექვთიმე თაყაიშვილიგიორგი V ბრწყინვალექაშვეთის ეკლესია